პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, პოლიტიკური კონსულტაციები საკადრო გადაადგილებებზე დასრულდა და მიღებულია შემდეგი საკადრო გადაწყვეტილებები:

პარლამენტს 4 ვიცე-სპიკერი. ახალი ვიცე-სპიკერები არიან:  გია ვოლსკი (პირველი ვიცე- სპიკერი), მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, გაგა კახიანი.

ამასთან, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის ლიდერიც იქნება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე, მდინარაძის შემცვლელად რატი იონათამიშვილი დაინიშნა.

ხოლო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, კახა კუჭავა ნინო წილოსანმა ჩაანაცვლა.

საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ მაჭარაშვილი გახდა.

თამარ ხულორდავა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში, დავით სონღულაშვილმა შეცვალა.

სოფიო ქაცარავას ნაცვლად, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, უმრავლესობა ირაკლი ბერაის წარადგენს.

განათლების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარის თანამდებობაზე მარიამ ჯაშის შემცვლელად, გენადი მარგველაშვილი დაინიშნა.


primetimenews.ge

comments