„პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურად ესაუბრა სალობიე „ბიას“ მფლობელს, რომელმაც განაცხადა, რომ ის კვების ობიექტზე იმ დროს არ იყო, როცა „ბიას“ სალომე ზურაბიშვილი სტუმრობდა.

სალობიე „ბიას“  შეფ-მზარეული და მფლობელი ამბობს, რომ როცა ათასობით ადამიანი აქციაზე პოლიტიკურ მოვლენებს აკრიტიკებს, პრეზიდენტის ადგილი რესტორანში არ არის.

„სალობიე „ბიაში“ საქართველოს პრეზიდენტი პირველად იმყოფებოდა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მაინცდამაინც დღეს მოვიდა, როცა ამხელა აქცია იყო. დაახლოებით ერთ კილომეტრში ათასობით ადამიანი აქციაზე იმყოფება. ასეთ დროს, პრეზიდენტის ადგილი კვების ობიექტში არ არის.

ჩვენ არ გვაქვს ე.წ. ფეისკონტროლი. ჩვენი ერთადერთი ფეისკონტროლი სტიკერია, რომელსაც „რუსეთი ოკუპანტია“ აწერია. იმედია, ჩვენი პრეზიდენტი ამას ეთანხმება. სამწუხაროდ, მე არ ვიყავი ადგილზე, სხვანაირად დავარეგულირებდი ამ ყველაფერს“ – ამბობს გიორგი იოსავა.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტს  ხმაურის ფონზე გაძლიერებული დაცვისა და პოლიციის თანხლებით მოუწია  რესტორნის დატოვება, რადგან იქ მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტიდან გადაინაცვლა და რესტორანში შესვლას ცდილობდნენ. პრეზიდენტს მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა ჯონჯოლი მიუტანეს.

 

comments