პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნება” კონტრაქციას გეგმავს – ეხმაურება:

“ნუ ავრცელებენ ჭორებს, კონტრაქცია და რაღაცებს ნუ იხვეწებიან იქიდან. თუ უნდათ ქუჩის აქციები, იმოქმედონ როგორც უნდათ, ოღონდ ახლა კანკალს თავი დაანებონ და შიშებს, რომ ვაიმე კონტრაქცია ხომ არ იგეგმება. ასეთი გამოხტომები და შიშები თუ ჰქონდათ, დაენებებინათ მაშინ იმ დესტრუქციისთვის თავი, რასაც თვითონ მიმართავენ, მაგრამ დამშვიდნენ, დაწყნარდნენ, კონტრაქციები არ იგეგმება. მე ჩვენ მომხრეებსაც მოვუწოდებ, ნუ აყვებიან ამ გაცვეთილი “კმარელების” გამოხტომებს და ნუ წამოეგებიან პროვოკაციაზე.

გაცვეთილი „კმარელების“ მეტი რა არის? – ბოკერიები, უგულავები… აღარ გავაგრძელებ გვარების დასახელებას, დაქსაქსულები არიან ყველა საორგანიზაციო მიმართულებით”

comments