“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარის ირაკლი შიოლაშვილის ოჯახმა მისი გუბერნატორობისა და დეპუტატობის პერიოდში 289 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა;

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ირაკლი შიოლაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვიდანაა, რომლის პრემიერობის დროსაც იგი კახეთის გუბერნატორად დაინიშნა;

„მანამდე ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროს გამგებელი იყო და ათობით თანამშრომელი გაათავისუფლა პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით; აბა თუ გამოიცნობთ, დაუჭირა თუ არა მან მხარი პროპორციულ არჩევნებს?“- წერენ კვლევის ავტორები.

თავის მხრივ ირაკლი შიოლაშვილი მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

 

“ასეთ სისულელეზე კომენტარს არ გავაკეთებ, რაც მაქვს ყველაფერი მაქვს დეკლარირებული და დეკლარაციაში წერია,” – განაცხადა შიოლაშვილმა

comments