პარლამენტთან ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები საკანომდებლო ორგანოს პიკეტირებისთვის ემზადებიან.

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, პროტესტი მასშტაბურ და მწვავე ფორმებს მიიღებს.

“პარლამენტში სამარცხვინო კლოუნები აპირებენ, რომ მოსამართლეების უტიფარ კანდიდატებს კენჭი უყარონ. დაუშვებელია ასეთი მოსამართლეები ქვეყნისთვის და ამიტომაც ეს პროტესტი არის ბუნებრივი. ასევე დღესვე აპირებენ, მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ჩამოართვან, რადგან ვერაფერი დააკლეს, როგორც ლიდერს. პროტესტი გრძელდება და გამწვავდება. თუ მათ იმედი აქვთ, რომ ახლა ახალი წელი მოდის და პროტესტი მინელდება, სრული სიბრიყვეა,” – განაცხადა ბოკერიამ.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის ირაკლი აბესაძის განამრტებით, ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებას ცდილობს.

“დღეს პარლამენტში მიიღება ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება. ამიტომ დღეს ამ დეპუტატებს, რომლებიც აპირებენ, რომ საზოგადოების პრობლემების ზრუნვის ნაცვლად, კვლავ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაზე იზრუნონ, მოუწევთ ამ საზოგადოების პროტესტის ძალიან ახლოდან მოსმენა,” – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

comments