2019 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.392 მილიარდ დოლარს (16.014 მლრდ ლარი) გადააჭარბა. რაც წინა თვესთან შედარებით, 27 მლნ დოლარით ნაკლები, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 284 მლნ დოლარით მეტია.

კერძოდ, 2019 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5.419 მილიარდ დოლარს (16.059 მლრდ ლარი) გადააჭარბა. 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5.108 მლრდ დოლარს (13.738 მლრდ ლარს) აღემატებოდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 966.595 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 903.681 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 1.161 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რას შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 24.823 მლნ დოლარი
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 992 ათასი დოლარი
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 114.443 მლნ დოლარი
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 525.488 მლნ დოლარი
  • ევროგაერთიანება (EU) – 41.815 მლნ დოლარი
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 32.698 მლნ დოლარი
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 6.865 მლნ დოლარი
  • სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 795 ათასი დოლარი

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 30 ნოემბრის მდგომარეობით, 928.060 მილიონი ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი – 680.185 მილიონი ლარი; იაპონია – 635.312 მილიონი ლარი; რუსეთი – 159.676 მილიონი ლარი.

სხვა ქვეყნების მიმართ კი საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:

  • ავსტრია – 56.708 მილიონი ლარი
  • აზერბაიჯანი – 20.411 მილიონი ლარი
  • თურქმენეთი – 627 ათასი ლარი
  • თურქეთი – 39.224 მილიონი ლარი
  • ირანი – 15.639 მილიონი ლარი
  • სომხეთი – 22.432 მილიონი ლარი
  • უზბეკეთი – 356 ათასი
  • უკრაინა – 325 ათასი ლარი
  • ყაზახეთი – 42.824 მილიონი
  • ჩინეთი – 3.807 მილიონი ლარი
  • კუვეიტი – 28.501 მილიონი ლარი
  • ნიდერლანდები – 2.029 მილიონი
  • ამერიკა – 53.205 მილიონი ლარი

ასევე სახელმწიფოს ვალად აქვს 1 484 750 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი (ევროობლიგაცია)

bpn.ge

comments