შსს-სთან მიმდინარე აქციაზე მისულმა ვატო შაქარაშვილმა გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სისტემა ძალიან მგრძნობიარეა და სისტემა მზად იყო გამომძიებლისთვის ხელი დაეფარებინა.

„სისტემა არის ძალიან მგრძნობიარე და მარტივად გრძნობს იმპულსებს. სისტემამ ჩათვალა, რომ თუ მურუსიძე „პრავდება“, ჩინჩალაძე „პრავდება“, შეიძლება ძალადობაც „გაპრავდეს“. ჯერ კიდევ გუშინწინ, სანამ ეს ადამიანი ებრძოდა სიკვდილს, ტელეკომპანია „იმედში“ გადიოდა სიუჟეტი, სადაც დანაშაული იფარცხებოდა. არავინ აპირებდა იმ ქალის დასჯას, სანამ ეს შედეგი არ დადგებოდა. სისტემა მზად იყო დაეფარებინა ხელი იმ ადამიანისთვის, რომლის ბუნებაც არის ასეთი.

ის 2010-შიც ძალადობდა და  ამაზე დასკვნებიც არსებობს. პრობლემა არის ბევრად უფრო ღრმა და მოცულობითი, ვიდრე ეს არის გამომძიებელი“,- განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ პოლიციის ზეწოლის გამო თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად დაშავებული მოზარდი, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

alia.ge

comments