ბათუმში დაჭრილ პოლიციელს ოთარ თავართქილაძეს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში პოლიციელის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

ადგილზე დაჭრილი პოლიციელის ახლობლები და მეგობრები იმყოფებიან.

ერთ-ერთი მეგობრის გოჩა შავაძის თქმით ოთარ თავართქილაძე მკლავჭიდის ნაკრების წევრია. მისივე თქმით, იგი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაჭრეს.

“ოთარ თავართქილაძე მკლავჭიდელია იგი მკვლავჭიდის ნაკრების წევრია, ამავე დროს პოლიციის თანამშრომელია. კარგი ბიჭია და თავის საქმეს ყოველთვის კარგად აკეთებდა და ყველა ამას აქებდა. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაჭრეს, მას კონფლიქტი არავისთან არ ჰქონდა,- განაცხადა გოჩა შავაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში პოლიციელი ყელის არეში მძიმედ დაჭრეს.

შსს-ს ინფორმაციით, უკვე დაკავებულია პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირი. ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლების წევრზე თავდასხმას გულისხმობს

comments