სოციალური ქსელის მომხმარებელი მარი ბროძელი გლდანის სითი მოლში მომხარ შემთხვევაზე წერს, სადაც 11 წლის ბავშვი დაცვამ დააკავა.

“აი ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ. დღეა ჩემი ახლობლის 11 წლის ბავშვი მიდიოდა გლდანის სითი მოლის მაკდონალდში პატარა სკეიდბორდით, ვიღაცა დაეჯახა, ბავშვი სკეიდიდან გადმოვარდა და ეს სკეიდი დაეჯახა სითი მოლის შესასვლელ კარს, კარი გაიბზარა. ამ დროს გამოვიდა დაცვა და ეს 11 წლის ბავშვი დააკავეს და აიყვანეს სადღაც ოთახში. ყველანაირი მშობლის გარეშე. სანამ მშობელი იპოვიდა დატოვეს მარტო იმ ოთახში. ბავშვმა ძალიან ინერვიულა, ეგონა იყო ჩაკეტილი და ტიროდა. მშობლებს მოთხოვეს 500ლარი ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ. გასაგებია, რომ დაზიანდა კერძო საკუთრება, მაგრამ 11 წლის ბავშვის მარტო აყვანა სადღაც და იქ მარტო დატოვება ეგ არის იურიდიულად სწორი? ბავშვი ეხლაც სტრესშია. ოჯახს არ აქვს საშუალება და ამაზე ცალკე ნერვიულობს.

გავაგრძელებ პოსტს რომ უფრო მეტად გარკვეული იყოს. სითი მოლის ადმინისტრაციამ და დაცვამ მშობლებს ხელმოწერა დაატოვებინეს, რომ ისინი ამ თანხას გადაიხდიდნენ. როცა მშობელმა უთხრა, რომ მამა უმუშევარია და არ ქონდათ ამისი საშუალება, პასუხად მიიღეს, რომ გამოუძახებდნენ პატრულს, საქმეს აღძრავდნენ და გადასცემდნენ სასამართლოს. ეს ნორმალურია?

City Mall • სითი მოლი” – წერს ბროძელი.

alia ge

comments