პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისთვის, 1 წელიწადში ხელფასის სახით 61 877 ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ 2019 წლის 13 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, გია ვოლსკი ფლობს: 75, 93,2 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, რომელიც 1990 წელს გადაფორმების ხელშეკრულებით გადაეცა; ასევე, 2003 წელს შეძენილ 600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დუშეთის რაიონში და ამავე ტერიტორიაზე 82 კვ. მ ფართობის სახლს, რაშიც ჯამში, 5000 აშშ დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, გია ვოლსკის მეუღლეს 2019 წელს მემკვიდრეობით გადაეცა სახლი თბილისში, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გია ვოლსკი ასევე ფლობს, 2017 წელს 7000 აშშ დოლარად შეძენილ მსუბუქ ავტობმობილს – 2012 წლის Toyota Prius V WO656LF.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:

„თიბისი ბანკის“ ჩემი სფეისი – 369,75 ევროს, 525,73 დოლარს;

„ბანკი ქართუს“ სახელფასოზე – 12418,57 ლარს, მიმდინარეზე – 69,83 ლარს.

დეკლარაციის მიხედვითვე, გია ვოლსკიმ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობისთვის 61877 ლარი მიიღო.

bpn.ge

comments