გასულ ღამეს ლოს ანჯელესში გამართულ “SAG Awards”-ზე ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ერთმანეთს კულისებში შეხვდნენ, წყვილის კადრები უცხოურმა გამომცემლებმა და ტაბლოიდებმა მალევე გაავრცელეს.

Rating

როგორც იცით, ჯენიფერისა და ბრედის ურთიერთობის აღდგენაზე ხმები მას შემდეგ დადის, რაც შობის დღესასწაულზე ჯენიფერ ენისტონმა წვეულება გამართა, სადაც მეგობრებთან ერთად მისი ყოფილი მეუღლეც დაპატიჟა, მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯენიფერი და ბრედი ბოლო პერიოდში დროს ერთად ხშირად ატარებდნენ და მათი ურთიერთობის აღდგენის შანსი ძალიან დიდია.

RatingRating

comments