2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცია, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ქარ­თვე­ლოში და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და, ინ­დო­ე­თის კლი­ნი­კა­ში 2-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, 31 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვი სამ­შობ­ლო­ში 2 თე­ბერ­ვალს ჩა­მო­ას­ვე­ნეს. გო­გო­ნა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მისი ურ­თუ­ლე­სი და­ა­ვა­დე­ბის და­მარ­ცხე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა…

ანი­ტას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა – დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გი­ნეს. მას ესა­ჭი­რო­ე­ბოდა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია – გუ­ლის გა­და­ნერგვა. ფა­ცა­ცი­ე­ბის ოჯახს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ უარი უთხრა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ზე. ბო­ლოს გო­გო­ნა ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბოდა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ანი­ტას მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ფა­ცა­ცი­ე­ბის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ანი­ტას ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა ჰქონ­და, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმით, რომ ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ ეგუ­ე­ბოდა გუ­ლის მუ­შა­ო­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ ეკ­მოს აპა­რატს. 2 წლის გო­გო­ნას სეფ­სი­სიც გა­ნუ­ვი­თარ­და და სა­ბო­ლო­ოდ, მისი ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ მო­ე­რია და­ა­ვა­დე­ბას…

ანი­ტას მშობ­ლე­ბი მა­რი­კო სად­რა­ძე და გი­ორ­გი ფა­ცა­ცია “ნა­ნუ­კას შოუს” სტუმ­რობ­დნენ. მათ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და ეკ­ლე­სი­ას, ემიგ­რან­ტებს, ოჯა­ხის მე­გობ­რებს და ათა­სო­ბით სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც დროს, მთელ ძა­ლა­სა და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს იყე­ნებ­დნენ, რათა ბავ­შვი გა­და­ერ­ჩი­ნათ.

“ქარ­თვე­ლებს ხში­რად გვჩ­ვე­ვია ჩვენს ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე ხა­ზის გას­მა, ხში­რად ვა­მობთ, რომ “მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რა­ღაც ცუდი”, მაგ­რამ მე მგო­ნია, რომ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შეგ­ვიძ­ლია ასე და­ვუდ­გეთ გვერ­დით ერ­თმა­ნეთს, შეგ­ვიძ­ლია, რომ ჩვენს ოჯახს, ჩვენს შვი­ლებს მო­ვაკ­ლოთ რა­ღაც და სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს და­ვუდ­გეთ გვერ­დით. ეს იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო სი­კე­თის მა­გა­ლი­თი… მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რაც ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მა გა­ა­კე­თეს ჩვენ­თვის ავ­სტრი­ა­ში. ავ­სტრი­ე­ლი ექი­მე­ბი მხრებს იჩე­ჩავ­დნენ, ვერ გა­ი­გეს, რა ხდე­ბო­და, იმი­ტომ რომ უწყვე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­დი­ო­და სა­ჩუქ­რე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი, ხა­ჭა­პუ­რე­ბი. გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ამ­დე­ნი მე­გო­ბა­რი გყავთ ავ­სტრი­ა­შიო და ვპა­სუ­ხობ­დით, რომ არა თუ მე­გო­ბა­რი, ნაც­ნო­ბიც კი არ გვყავ­და… ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, თქვენ მაძ­ლევთ მე იმ ძა­ლას, რომ ახლა სა­ერ­თოდ ფეხ­ზე ვიდ­გე და ვი­სა­უბ­რო”, – გა­ნა­ცხა­და მა­რი­კო სად­რა­ძემ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას.

რო­გორც გი­ორ­გი ფა­ცა­ცი­ამ აღ­ნიშ­ნა, ინ­დო­ეთ­ში მშობ­ლე­ბი ბავ­შვის ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო დო­ნო­რის მო­სა­ძი­ებ­ლად ჩა­ვიდ­ნენ, თუმ­ცა ტრა­გი­კულ ფი­ნალს ნამ­დვი­ლად არ ელოდ­ნენ. გა­და­ცე­მა­ში მა­რი­კო სად­რა­ძემ სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა, რო­მელ­საც ანი­ტას სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად გეგ­მა­ვენ.

“ერთი წა­მი­თაც, არა­სო­დეს არ და­მიშ­ვია ეს ფი­ნა­ლი, ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და გან­ხი­ლუ­ლი, მი­ნი­მუმ სა­მო­ცი წელი მქონ­და გათ­ვლი­ლი, ჩემი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ისიც კი მქონ­და გათ­ვლი­ლი, მაგ­რამ ეს ფი­ნა­ლი არა… ყო­ველ დი­ლით ხდე­ბო­და ექიმ­თან გა­სა­უბ­რე­ბა და ბოლო დღეს, რო­დე­საც შე­ვე­დი ექიმ­თან, მან მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან მცი­რე იყო გა­დარ­ჩე­ნის შან­სი. და მა­ში­ნაც არ და­მიშ­ვია რა­ი­მე… მი­თხრეს, რომ იყო გა­დარ­ჩე­ნის 1% და ვთქვი, რომ ამ ერთ პრო­ცენტს ჩვენ გა­და­ვაქ­ცევ­დით 100%-ად. არა­ვის­თვის ეს არ მით­ქვამს, გა­მო­ვე­დი და ყვე­ლას ვთხო­ვე, რომ ლოც­ვა და­ე­წყოთ. და პირ­ვე­ლად ანი­ტას მი­სა­მარ­თით გა­მო­ვი­ყე­ნე სი­ტყვა გა­დარ­ჩე­ნა, ვამ­ბობ­დი “ჩვენ რა გვჭირს გა­და­სარ­ჩე­ნი, ჩვენ გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ვართ”. რო­დე­საც ასე­თი რამ მი­თხრა ექიმ­მა, მა­შინ მე ვუ­თხა­რი ღმერ­თს: გთხოვ არ წა­მარ­თვა, იმი­ტომ რომ იცი მე ამას ვერ გა­და­ვი­ტან. და რო­დე­საც ასე­თი ფი­ნა­ლი გვქონ­და, მე მქონ­და პრო­ტეს­ტი.. ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი… მაგ­რამ შემ­დეგ მივ­ხვდი. რომ ამით ღმერ­თმა მე ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­და, მან მი­თხრა, რომ შენ გა­და­ი­ტან და იცო­და, რომ მე ღირ­სე­უ­ლად გა­და­ვი­ტან­დი ამას. დღეს შე­იძ­ლე­ბა სუ­ლე­ლუ­რად ჟღერ­დეს, რა­საც ახლა ვი­ტყვი და შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ თქვას, რომ მწუ­ხა­რე­ბის­გან ამ ადა­მი­ან­მა ცოტა აუ­რი­აო… მე დღეს მაქვს ერ­თდა­ერ­თი ემო­ცია, უბ­რა­ლოდ ვარ ბედ­ნი­ე­რი, რომ ღრმერ­თმა მე ამო­მირ­ჩია ანი­ტას დე­დად. მე ვარ ამა­ყი, რომ მე ვარ ანი­ტას დედა. მან მი­თხრა, რომ “შენ გენ­დო­ბი, რომ შენ ამ მი­სი­ას წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თმევ თავს”. შე­სა­ბა­მი­სად, მე მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ასე­თი ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­და ღრმერ­თმა…

ანი­ტას ფე­ნო­მე­ნი ვერ ამოვხსე­ნი, მე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ… ვერ ამოვხსე­ნი, რა მოხ­და ანი­ტას გარ­შე­მო, მისი ეს თვა­ლე­ბი, რო­მე­ლიც აქა­დე ოჯა­ხის წევ­რებს გვა­გი­ჟებ­და და გვე­გო­ნა, რომ ჩვე­ნია და გვიყ­ვარს და იმი­ტომ მოგ­ვწონს… თურ­მე, ამ ბავ­შვის თვა­ლებ­მა მთე­ლი სამ­ყა­რო და­ი­ტია… და ამ ბავ­შვის თვა­ლებ­ში არის მი­ლი­ო­ნი სი­ცო­ცხლე… და ამ ბავ­შვთან რა კავ­შირ­შია სი­ტყვა სიკ­ვდი­ლი, გლო­ვა და ტი­რი­ლი, ვი­ზი­ა­რებ თქვენს მწუ­ხა­რე­ბას?!… არა­ფერ კავ­შირ­ში არ არის… ბევ­რი მწერს, რომ ტი­რის… არ იტი­როთ, ხალ­ხო. მე დედა ვარ და მე­პა­ტი­ე­ბა, რომ ვტი­რი. თქვენ არ იტი­როთ, ანი­ტას­თან კავ­შირ­შია მარ­ტო სი­კე­თე, მარ­ტო სიყ­ვა­რუ­ლი და ანი­ტას გარ­შე­მო სა­ქარ­თვე­ლო ვართ ერთ დიდ ოჯა­ხად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, სა­დაც არის მარ­ტო სი­კე­თე, სა­დაც ერთ აგ­რე­სი­ას, ერთ ნე­გა­ტი­ურ კო­მენ­ტარს ვერ შეხ­ვდე­ბით… ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სი­კე­თის კე­თე­ბა. უბ­რა­ლოდ გთხოვთ, რომ შე­მოგ­ვერ­თდეთ ანი­ტას ჯგუფ­ში, და­ა­მა­ტეთ თქვე­ნი მე­გობ­რე­ბიც და უფრო მას­შტა­ბურ სი­კე­თის კამ­პა­ნი­ას ვგეგ­მავთ.. ჩვენ ამა­ზე არ გავ­ჩერ­დე­ბით, მე ანი­ტამ და­მა­ვა­ლა, რომ მისი სა­ხე­ლით სი­კე­თე არას­დროს გა­ჩერ­დეს.. იგეგ­მე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი რამ, რის შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცი­ას ისევ ამ ჯგუ­ფი­დან შე­ი­ტყობთ…. ეს ბავ­შვი არის სი­კე­თის სიყ­ვა­რუ­ლის და სი­ცო­ცხლის მა­გა­ლი­თი… მე ვარ ამა­ყი, რომ ვარ ანი­ტას დედა და ვფიქ­რობ, რომ უნდა ვიყო ღირ­სე­უ­ლი მისი გუ­ლის­თვის, ისე­თი ღირ­სე­უ­ლი, რო­გორც ანი­ტას შე­ე­ფე­რე­ბა”, – აღ­ნიშ­ნა მა­რი­კო სად­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფე­ის­ბუქ-ჯგუფ­მა – “ანი­ტას­თვის”, რო­მე­ლიც გო­გო­ნას ნათ­ლი­ებ­მა ოპე­რა­ცი­ის­თვის საქ­ველ­მოქ­მე­დო თან­ხე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად შექ­მნეს, 80 000-მდე ადა­მი­ა­ნია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

ambebi.ge

comments