ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ვანო მერაბიშვილი უხერხულობას არავის შეუქმნის და „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრებზე არ მივა. ამის შესახებ მან განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან გააკეთა.

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ მაგიდის ერთიანობა, აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ერთიანობა შენარჩუნდეს და დამატებითი პრობლემები მაგიდის ირგვლივ არ შეიქმნას“,– განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ ყოფილა.

„ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ ყოფილა, ისევე, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება, პოლიტპატიმარი არ იყო ადრე, მაგრამ ახლაც ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პოლიტპატიმრის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს, როგორც ეს მოხდა უგულავას შემთხვევაში“,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, ვანო მერაბიშვილი ცუდი საქმეების შემსრულებელი იყო და არა პოლიტიკოსი.

comments