საჩხერეში, არასრულწლოვანი შვილის მიერ მამის მკვლელობისასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ შვილი მოკლულ მამას, რომლის ცხედარი ეზოში მდებარე სათავსოს სარდაფში თავად გადამალა, მეზობლებსა და ახლობლებთან ერთად „ეძებდა“.

„შვილს ტელეფონი დაულომბარდებია. მამა იმ დღეს სახლში ნათქვამი მისულა და ბავშვისთვის უთქვამს, ახლა ნასვამი ვარ და ხვალ დაგელაპარაკებიო. ამის მერე დაუძინია. შვილმა მძინარე მამას ესროლა სანადირო თოფი, ამის მერე მისი ცხედარი სახლის ეზოში მდებარე საწყობის სარდაფში გადამალა, რამდენიმე საათის მერე კი მამამისის „მოძებნა“ ოჯახის სხვა წევრებსა და მეზობლებთან ერთად დაიწყო“, – აცხადებს ჟურნალისტებთან სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საჩხერეში შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

comments