ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი, და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის, მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მამა, თენ­გიზ კა­ლან­დია მისი შვი­ლის მი­მართ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულს უწო­დებს.

რო­გორც თენ­გიზ კა­ლან­დი­ამ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა სა­თა­ნა­დოდ ვერ წა­იყ­ვა­ნეს და ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად ხელი „შე­ა­ხო­ცეს“ კა­ლან­დი­ე­ბის ოჯახს.

“ოც­ნე­ბამ” თა­ვი­სი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საქ­მე ვერ გა­მო­ას­წო­რა და ჩემს შვილს შე­ტე­ნა ყვე­ლა­ფე­რი.

აქ იყო სერ­გი კა­პა­ნა­ძის, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ და „ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რე­სი. აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალთ სტრას­ბურ­გში! ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად ჩვენ­ზე იყო ხელი შე­სა­ხო­ცი, კა­ლან­დი­ებ­ზე. სუ­ბე­ლი­ა­ნის ინ­ტე­რე­სი არა­ნა­ი­რი არ იყო აქ. აქ იყო „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ინ­ტე­რე­სი. არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ ჰქო­ნია სუ­ბე­ლი­ანს ამ საქ­მე­ში,“- გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ კა­ლან­დი­ამ.

მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ძმამ, ლუკა კა­ლან­დი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მო­სა­მარ­თლემ პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა.

“ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ეს მო­სა­მარ­თლე არის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი, მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მო­სა­მარ­თლე. ეს და­დას­ტურ­და დღეს. ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბა და მეტი არა­ფე­რი. ეჭი­და­ონ სტრას­ბურგს! სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თა­ლი არ არ­სე­ბობს“, – გა­ნა­ცხა­და მსჯავ­რდე­ბუ­ლის ძმამ.

რო­ო­გორც ლუკა კა­ლან­დი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში და შემ­დეგ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ.

“იმე­დი დი­დად არ გვაქვს, რომ რამე შე­იც­ვლე­ბა, უბ­რა­ლოდ სტრას­ბურ­გამ­დე რო­დე­საც მი­ვალთ, ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გა­ი­გე­ბენ, რა მოხ­და, რო­გორ მოხ­და და რა­ტომ ზის 20 წლის ბიჭი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცი­ხე­ში და კი­დევ რა­ტომ უნდა იჯ­დეს მა­ნამ, ვიდ­რე სტრას­ბურ­გი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩა­მო­ვი­ტანთ”, – გა­ნა­ცხა­და ლუკა კა­ლან­დი­ამ.

სა­სა­მარ­თლომ მი­ხე­ილ კა­ლან­დია და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სას­ჯე­ლი ერთი მე­სა­მე­დით შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ, სას­ჯე­ლის სა­ხით 11 წელი და 3 თვე შე­უ­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ნი­კო­ლოზ მარ­სა­გიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რა­საც დარ­ბაზ­ში ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

ambebi.ge

comments