ერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის. საუბარი პრობლემის მოგვარების შესაძლო ვარიანტებზე იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიამ მინიმუმ 40 პროცენტი უნდა მიიღოს, რათა მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ჰქონდეს. „კონკრეტული ციფრები და ფორმულები ჯერ კიდევ წინ არის. ჯერჯერობით იმ ვარიანტების მოთელვა იყო, რაზეც შეიძლება შეთანხმება შედგეს. მთავარი პრინციპი 40 პროცენტია, ამის ფარგლებში არის სხვადასხვა ვერსია როგორც 110/40-ზე, ასევე 120/30-ზე, 130/20-ზე. ეს სხვადასხვა ვარიანტია. მთავარია, აქ იყოს ისეთი მექანიზმები ჩადებული, პირველი, პარტიამ ვერ შეძლოს მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტება თუ მას მოსახლეობის 40 პროცენტი მაინც არ უჭერს მხარს და მეორე ის, რომ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს პროპორციულთან ის ციფრები, რომელიც საბოლოოდ შეჯერდება. ამ ეტაპზე კვლავ დღის წესრიგში არაფორმალურ ვითარებაში შეხვედრა რჩება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ამავე შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლებას ახალი ვერსია აქვს – 110/40-ზე, თუმცა „ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით“.

comments