დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ქვეყანაში ეპიდ ვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ინფორმაცია გააცნო როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში არსებულ ვითარების შესახებ. მისი თქმით, დღეს ყველაზე რთული ვითარება ევროპაშია, სადაც ვითარება დღითიდღე უარესდება.

“გლობალურად, ჯერჯერობით, ეპიდ სიტუაცია მთელს მსოფლიოში უარესდება. დღევანდელი რიცხვით დადასტურებულია 220 ათასი შემთხვევა 176 ქვეყანაში. ქედან, ახალ შემთხვევა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს ჩინეთში. ასევე, სერიოზული პოზიტიური ძვრა არის სამხრეთ კორეაში. დანარჩენს, ჩინეთს გარეთ, მდგომაროება ყოველდღიურად უარესდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ თვალსაზრისით, ევროპა, რომლის ნაწილი ჩვენც გახლავართ. აქედან გამომდინარე, მეტი სიფხიზლე და ყურადღება გვჭირდება.”

“საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, დაფიქსირებულია 40 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. 30 იანვრიდან მოყოლებული. ჩვენთან იყო 981 შესაძლო შემთხვევა და ქედან ლაბორატორიულად დადასტურდა მხოლოდ 40. ყველა ეს 40 ავადმყოფი და აქედან 39, რადგან ერთი გამოჯანმრთელდა, მოთავსებული  არიან სხვადასხვა საავადმყოფოებში. მათგან პნევმონია აქვს დილის მონაცემებით 12-ს და უფრო მეტად საყურადღებოა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ხანდაზმული და მათზე მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეისთვის კარანტინში 1344 ადამიანი იმყოფება და თვითიზოლაციაში 1446. 197 მათგანს თვითიზოლაციის ვადა უკვე დაუსრულდა.

მისი თქმით, ყველა დაინფიცირებული დაკავშირებულია უცხო ქვეყანასთან, ძირითადად კი იტალიას.

“ამ 40 ადამიანიდან ორს აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის, ერთს ესპანეთში სამი დაკავშირებულია საფრანგეთთან, ხოლო დანარჩენის ყველას ისტორია უკავშირდება იტალიას,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები

მეტი 

comments