„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ  გადაწყვიტა სამშობლოს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს და თავისი სასტუმროების ქსელი Pestana CR7 უფასო საავადმყოფოებად გადააკეთა.
ამასთან, 35 წლის ფეხბურთელი მედიკოსებს ხელფასს საკუთარი ჯიბიდან გადაუხდის.
„მსოფლიოს რთული დრო დაუდგა, რომელიც ჩვენგან უდიდეს ყურადღებას და ერთმანეთზე ზრუნვას მოითხოვს. ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე მნიშვნელოვანია“ – განაცხადა რონალდუმ.
ამჟამად ფეხბურთელი კარანტინში მყოფ „იუვენტუსთან“ ერთად არ იმყოფება. ის საცხოვრებლად დროებით, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე გადავიდა, რომ ინსულტის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ დედაზე იზრუნოს. „იუვენტუსმა“ სწორედ რონალდუს კუნძულზე გამგზავრების შემდეგ  გადაწყვიტა თვითიზოლაცია და ფეხბურთელმა გადაწყვიტა კარანტინის პერიოდი სამშობლოში გაატაროს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ევროპის ლიგის თამაშები შეჩერებულია.
ახალი კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთის ქალაქ უხანში, 2019 წლის ბოლოს დაიწყო და მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
დაავადებულთა რიცხვმა 150 000 გადააჭარბა, აქედან 5000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

„პროგრესნიუსი“

comments