9303 გარდაცვლილი და 227 ათასი დაინფიცირებული – მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.

ვირუსი COVID-19 ამ დროისთვის 86 ათასმა ადამიანმა დაამარცხა. ყველაზე კრიზისული მდგომარეობაა ირანში, იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მხოლოდ ესპანეთში, ბოლო რამდენიმე საათში, დაღუპულთა რიცხვი 129-ით, ირანში კი 149-ით გაიზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ვირუსი თითქმის დაამარცხეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აზიაში ვირუსის მეორე ტალღას ელოდება.

comments