მარნეულში განთავსებული საველე ჰოსპიტალი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა აშალა. მანამდე იქ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღარ არსებოდა ჰოსპიტლის საჭიროება.

„გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ “ჯეო ჰოსპიტალში” კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საველე ჰოსპიტალი მარნეულში 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან – დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200-მდე პაციენტმა გაიარა.

comments