პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის ძი­რი­თა­დი კლი­ნი­კე­ბის მზა­ო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად ორ­დღი­ა­ნი ვადა მის­ცა. ამის შე­სა­ხებ მან სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

“დღეს სამ­წუ­ხა­როდ გვაქვს 18 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, გუ­შინ გვქონ­და 15. აშ­კა­რაა, რომ სი­ტუ­ა­ცია, გარ­და იმი­სა, რომ მძიმ­დე­ბა, ამა­სან ერ­თად, ტემ­პიც სულ უფრო და უფრო სწრა­ფი ხდე­ბა. ამი­ტომ დღეს ჩვენ ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვხე­დავთ, რომ ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თვა გა­და­დის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ზე.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო და­ვა­ლე­ბა ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის ძი­რი­თა­დი კლი­ნი­კე­ბის სრუ­ლი მზა­ო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად უახ­ლო­ე­სი ორი დღე გა­მო­ი­ყე­ნოს და მე­ო­რე, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის, რა­საც პირ­ველ ცხელ ხაზს ვე­ძა­ხით, ვირუს­თან ბრძო­ლის მზა­ო­ბა რომ მოგ­ვახ­სე­ნოთ დღეს დე­ტა­ლებ­ში. აქ მარ­ტი­ვია, ჩვენ სოფ­ლის ექი­მე­ბი გყავს და­ახ­ლო­ე­ბით 1200 ადა­მი­ა­ნი და ოჯა­ხის ექი­მე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 2000 ადა­მი­ა­ნი.

სად არი­ან ესე­ნი, რას აკე­თე­ბენ, რამ­დე­ნად არი­ან მზად და რო­გორ არის გაშ­ლი­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია, პირ­ველ რიგ­ში შე­სა­მოწ­მე­ბე­ლია ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მზა­ო­ბა ცხე­ლე­ბას­თან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამ­კლა­ვე­ბა­ში. ეს უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რა­მე­თუ ეს არის ერ­თა­დერ­თი და­ზღვე­ვა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ჯან­დაც­ვის ჰოს­პი­ტა­ლურ სის­ტე­მა­ზე ზე­წო­ლა შე­ამ­სუ­ბუ­ქოს,” – გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, დღეს ქვე­ყა­ნა ორ ფრონტზე იბ­რძვის – პირ­ვე­ლი არის ჯან­დაც­ვა და მე­ო­რე – ეკო­ნო­მი­კა. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი აქ­ცენ­ტი უნდა გა­კეთ­დეს ეკო­ნო­მი­კის ნა­წილ­ზე.

“ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღეთ და­ვა­ლე­ბად საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო სქე­მე­ბის ამუ­შა­ვე­ბა­ზე პოს­ტკრი­ზი­სულ ეტაპ­ზე, კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, რა­ზეც ჩვენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს. აქ შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი პარტნი­ო­რი დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ­მა ბიზ­ნეს­მა იცო­დეს, რომ ეს იქ­ნე­ბა საკ­რე­დი­ტო-სა­გა­რან­ტიო სქე­მე­ბი, რომ­ლი­თაც პოს­ტკრი­ზი­სულ ეტაპ­ზე ჩვენ შევ­ძლებთ, კომ­პა­ნი­ებს და­ვეხ­მა­როთ, რომ სწრა­ფად გან­ვი­თარ­დნენ. ჩვე­ნი გათ­ვლე­ბით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­არ­დის კრე­დი­ტე­ბის სა­გა­რან­ტიო სქე­მე­ბით დახ­მა­რე­ბა­ზე, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ პოს­ტკრი­ზი­რულ პე­რი­ოდ­ში. ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რო­გორც ადრე და­ვი­წყეთ ბევრთან შე­და­რე­ბით ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა, დღეს უნდა და­ვი­წყოთ პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­რა­მის შექ­მნა და უნდა გვქონ­დეს აშ­კა­რა სხვა­ო­ბა, რას ვა­კე­თებთ კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში და რას ვა­კე­თებთ პოს­ტკრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში”, – გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

comments