სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა. განცხადება პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ზურაბიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული შეწყალება ჰუმანურ პრინციპებს არ ემყარება და ის ამ გადაწყვეტილებას იღებს არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. მისივე თქმით, ის არ თვლის, რომ ოქრუაშვილი და უგულავა უდანაშაულოები არიან, ასევე მას არ მიაჩნია, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს.

სალომე ზურაბიშვილი მიღებულ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საფრთხით ხსნის.

ვერ დავუშვებ ორი დამნაშავუს გამო სიტუაცია გამძაფრდე,  ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას, ვერ დავუშვებ ამათ გამო, საერთაშორისო თანამეგობრობისგან აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

მისივე თქმით, მან საკუთარ თავზე აიღო დიდი ტვირთი და “გაათავისუფლა ქვეყანა იმ წარსულისგან, რომელიც წინსვლას აფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს”.

comments