ქართველი სამართალდამცველები ჟურნალისტებს სოფელ მერეთში შესვლის საშულებაას არ აძლევენ, თუმცა “მთავარ არხს” ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ მერეთში გადაღებული ვიდეოკადრები მიაწოდა.

როგორც დავით ქაცარავა ამბობს, ოკუპანტები ე.წ. საზღვრის გავლებისთვის ემზადებიან. გარდა ამისა, “მთავარი არხი” ადგილობრივ მოსახლეობასაც ესაუბრა, რომლებიც შეშინებულები არიან და დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მერეთში დღის საათებში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები გადმოვიდნენ და ტერიტორიის გასუფთავება დაიწყეს.

comments