ის,რასაც ქართული ოცნების ბინძური პროპაგანდა კადრულობს 26 მაისთან დაკავშირებით, ყველანაირ საზღვარს სცდება. მეცხრე წელი იწურება, 26 მაისს დაზარალებული ერთი ადამიანი არ გაგხსენებიათ. მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინ გაგახსენდათ 26 მაისის კადრები, შიშისგან რომ გქონდათ გაფართოებული თვალები, მაშინ!
რა განსხვავებაა თქვენს შორის, ვინც ასე ბინძურად სპეკულირებთ და ტყუილებს ავრცელებთ ასეთ ტრაგიკულ თემაზე და იმ ხალხს შორის ვინც იმ დღეს ხალხს უსწორდებოდა ? ისინი ხელკეტით უსწორდებოდნენ ხალხს, თქვენ კი იმავე ხალხს ბინძური პიარ-ხრიკებით შეურაცყოფას აყენებთ. როგორც იმათ არ შერჩათ, ისე არ შეგრჩებათ თქვენც !!! სიბინძურის ნთხევას, ულუკმაპუროდ დარჩენილ ხალხს მიხედოთ სჯობია!

წერს, სოციალურ ქსელში ნინო ბურჯანაძის პარტიის,” ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის” მხარდამჭერი ოთო თავართქილაძე.

comments