ხელისუფლების საქციელს 26 მაისთან მიმართებაში აქამდე უმადურობა, უყურადღებობა, უპასუხისმგებლობა, სპეკულიანტობა ერქვა. დღეს ამ ყველაფერს ჩემთვის ხაზი გადაესვა და ერთი სიტყვით ფასდება ბ ო რ ო ტ ე ბ ა !!!!!!! ადამიანებს, რომელთა უდიდეს ნაწილს ცხოვრება ( ერთადერთი ცხოვრება, რომელსაც მეორედ ვერ გაივლი) დაუმახინჯდა, ადამიანებს რომელთა მომავალი ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ფინანსური, ყოველდღიური მომავალი განსაზღვრა ამ ფაქტმა, დღეს ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც დაუმსახურებელი ამბიცია გააჩნიათ ქვეყნის და ხალხის მართვის ტყვიებისა და კეტების გარეშე არბევს !!!!!!! რომ არა ეგ დღე ჩემი მომავალი დარწმუნებული ვარ სხვანაირი იქნებოდი, თუმცა ერთი წამითაც არ ვნანობ ჩემს იქ ყოფნას. ის ტყვიები, პატიმრობა, რეპრესიები, მომავლის მიზანმიმართული ნგრევა შეძლებისდაგვარად გადავხარშე, მაგრამ ამ სიტყვებს თან იმ ადამიანებისგან გაჟღერებულს, რომელთანაც ურთიერთობებიც მაკავშირებს უარესი შედეგი მოაქვს თითუელი ამ დღის მონაწილისათვის, ვიდრე ტყვიასა და რეპრესიას. დღევანდელი “ბრალდებები” ჩემთვის გაცილებით ბინძური და მტკივნეულია. ამიტომ კარგად დაფიქრდით, მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო და უცნობებო, სანამ რამეს იტყვით.
პატივისცემით ნიკა პეტრიაშვილი ( ალბათ ყველა პროტესტისა და პრესის მონაწილე სადაც ნაცებს რამე დაუშავებიათ)

წერს, სოციალურ ქსელში, პარტია “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი ნიკა პეტრიაშვილი

comments