ხუთით გაიზარდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. 23 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 728 დადასტურებული შემთხვევაა დარეგისტრირებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 509 პაციენტს შეადგენს.

ამჟამად კლინიკებში მკურნალობას აგრძელებს 207 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ხუთი ახალი შემთხვევიდან სამი პაციენტი არსებულ დაავადებულთა კონტაქტს წარმოადგენს. ორი პაციენტი კი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ამჟამად არცერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

comments