2011 წლის 25 მაისის ღამე არ იყო მხოლოდ დარბევა, ეს იყო თავისუფლებისათვის, უკეთესი საქართველოსათვის მებრძოლი ხალხის დასჯა.

ძალიან ბევრი ადამიანისთვის 25 მაისის ღამე არის ემოციურად ძალიან მძიმე და ამავდროულად, სიამაყის საგანიც, რადგან ჩვენ ვიბრძოდით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო უკეთესი და ყოველ 26 მაისს შეხვედროდა მშვიდობიანი, წელში გამართული, ერთიანი და სამართლიანი. სამწუხაროა, რომ დღესაც ქვეყანაში იგივე რეალობაა, რაც იყო წლების წინ, ის ამოცანები და მიზნები, რომლებიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, ჯერაც არ არის განხორციელებული. არც სუვერენული ქვეყანა გვაქვს, არც ერთიანი, არც სამართლიანი, არც დემოკრატიული და არც ეკონომიკურად განვითარებული. რაც მთავარია, არ გვაქვს გარანტია, რომ ხვალ იგივე არ განმეორდება, რაც მოხდა 26 მაისს, როდესაც ხელისუფლებამ გასწირა საკუთარი ხალხი, როდესაც კი არ დაშალა მიტინგი, არამედ დასაჯა თავისი ხალხი.

წერს, სოციალურ ქსელში, პარტია ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე,

comments