ჩემთვის, საქართველოში, პოლიტპატიმრები არ არსებობენ – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას.

მისი განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის დასრულების სურვილი მხოლოდ ხელისუფლებას აქვს და ამ კრიზისის დასრულება სამთავრობო გუნდის უპირველესი ამოცანაა.

პოლიტიკური პროცესი დასრულება მაშინ, როცა ამ პოლიტიკური შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – საარჩევნო სისტემასთან, საკონსტიტუციო ცვლლებებთან დაკავშირებული საკითხები დადგება, იქ გამოჩნდება, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს და იქ გამოჩნდება, ვინ არის ამ პოლიტიკური კონსესუსის, მშვიდობის, ნორმალური, არაპოლარიზებული საარჩევნო გარემოს მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს პირიქით, დესტაბილიზაციის მიმართულებით, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი აცხადებს, რომ არსებობს სასამართლო სისტემა, რომელმაც კონკერტულ საქმეებზე კონკრერტული გადაწყვეტილებები მიიღო, შემდეგი კი უკვე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო.

comments