43 მილიონ ლარზე მეტი “ქართული ოცნების” პარტაქტივისთვის – “ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, 2012-დან 2018 წლამდე სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველ არჩევნებზე იზრდება, იზრდება მათთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ხელფასების ოდენობაც.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ 2012 წელს საჯარო სამსახურში დასაქმებული პარტიული აქტივისტების ხელფასებზე 18 მილიონი ლარი იხარჯებოდა, 2018 წელს კი სახელფასო ანაზღაურება 43 მილიონ ლარს გადასცდა.

მათი შეფასებით, ეს ნათელი მაგალითია, როგორ ზრდის და იყენებს “ქართული ოცნება” ადმინისტრაციულ რესურსს. “ევროპული საქართველოს” წევრები დარწმუნებულები არიან, რომ აქტივისტების დასაქმების მაჩვენებელი 2020 არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაიზრდება.

comments