საქართველოს მთავრობა ყველა იმ იპოთეკური სესხის 4 პროცენტს დააფინანსებს კონტრაქტებზე, რომლებიც წლის ბოლომდე დაიდება, ხუთი წლის განმავლობაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.

„რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. ეს ერთი და რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, რომელიც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი, 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1800 ოჯახი, დაახლოებით 6000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პრეზენტაციაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

comments