“პასუხი იქნება ის, რომ პრემიერმა შესაბამისი ადგილი მიუჩინა ოპონენტებს”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა გააკეთა.

კახა კალაძე პრემიერის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, როდესაც პარლამენტში მოხსენების დროს, გიორგი გახარიამ კორუფციაზე ისაუბრა.

“ქართულ-ჯიგრულ პონტში” პრივილეგირებულ კომპანიებზე ქვეყნის პრემიერმა, გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ისაუბრა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის და თუ რომელიმე კომპანია, უფრო მეტად ხელშეუხებელია, ეს მხოლოდ ქართული მენტალიტეტის დამსახურებაა და არა პოლიტიკური კორუფციის.

რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ, – ამბობს გახარია.

გიორგი გახარიამ უარყო, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს რაიმე კორუფციული გარიგება მოქმედებდა, როდესაც კონკრეტულმა კომპანიებმა მუშაობა განაახლეს.

comments