საქართველოს მთავრობის მიერ იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 %-ით სუბსიდირების შედეგად დღეის მონაცემებით, საპროცენტო განაკვეთი ლარში ისტორიულ მინიმუმზე, 7 პროცენტზე ჩამოდის, – განაცხადა სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე საქართველოს პრმიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა.

„არასოდეს ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 000 ლარამდე სესხის აღებას და გაგრძელდება 5 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 10-15 წლიანი, პირველი ხუთი წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა პრეზენტაციაზე.

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ატიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 %-ის სუბსიდირებას იმ კონტრაქტზე, რომლებიც წლის ბოლომდე დაიდება.

გეგმის თანახმად, სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი კი მთლიანობაში 434 მლნ ლარია.

comments