უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

ინ­დო­ეთს უდაბ­ნოს კა­ლი­ე­ბი შე­ე­სივ­ნენ და ქვე­ყა­ნას კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან ერ­თად, კა­ლი­ებ­თა­ნაც უწევს ბრძო­ლა.

რო­გორც BBC წერს, კა­ლი­ე­ბი ინ­დო­ეთ­ში პა­კის­ტა­ნი­დან ხან­გრძლი­ვი მუ­სო­ნუ­რი წვი­მის გამო მოხ­ვდნენ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კა­ლი­ებ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლეს ინ­დო­ე­თის და­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ისი­ნი ჭა­მენ ყვე­ლა­ფერს – ბოსტნე­ულს, ნა­თე­სებს, ნარ­გა­ვებს, ფოთ­ლებს, ხილს. შე­სა­ბა­მი­სად, პან­დე­მი­ის გამო გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვა კი­დევ უფრო დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ბოლო 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­დო­ეთ­ში, ეს უდაბ­ნოს კა­ლი­ე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი შე­მო­სე­ვაა.

გა­მოწ­ვე­ვას უკვე დიდი ხა­ნია ებ­რძვის პა­კის­ტა­ნი. პა­კის­ტა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, საფრ­თხე ძა­ლი­ან დი­დია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­დო­ეთ­სა და პა­კის­ტანს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბია გა­ყი­ნუ­ლია, კა­ლი­ე­ბის შე­მო­სე­ვა გახ­და ის სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც ამ ორი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყეს.
ასევე დაგაინტერესებთ
12:05 / 19-03-2020

მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე უდაბნოს კალიების შემოსევაა – განადგურებულია მოსავალი, საკვებზე კი კრიზისია მოსალოდნელი

14:04 / 19-03-2020

უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება – სურსათის ეროვნული სააგენტო

რო­გორც BBC წერს, კა­ლი­ე­ბი გუნ­დე­ბად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და თი­თო­ე­ულ გუნდში და­ახ­ლო­ე­ბით, 40 მი­ლი­ო­ნი კა­ლი­აა. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ისი­ნი იმ­დე­ნად სწრა­ფად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ 1 დღე­ში 400 კმ და­ფა­რონ.

გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (FAO) გაფრ­თხი­ლე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ეს მწე­რე­ბი ძა­ლი­ან დიდი სის­წრა­ფით ვრცელ­დე­ბი­ან და თუ დრო­ზე არ მოხ­და მათ­თან ბრძო­ლა, მათი რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, 500-ჯერ გა­ი­ზარ­დოს.

2003-2005 წლებ­ში და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნებს კა­ლი­ებ­მა 2.5 მი­ლი­არ­დის ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა, მაგ­რამ მა­შინ შე­მო­სე­ვის მას­შტა­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით მცი­რე იყო. FAO-ს შე­ფა­სე­ბით, უდაბ­ნოს კა­ლია დე­და­მი­წა­ზე ყო­ვე­ლი მე­ა­თე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, რის გა­მოც ყვე­ლა­ზე სა­შიშ მავ­ნე ორ­გა­ნიზ­მად ით­ვლე­ბა.

comments