დღეს, 31 მაისს პოლიციის დღე აღინიშნება.

სამართალდამცველები არიან ის ადამიანები, რომელთა მთავარი საზრუნავი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაა.

ისინი ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას 24 საათის განმავლობაში. აქვთ მკაცრად გაწერილი წესები, სამოქმედო გეგმა და ვალდებულება.

თუმცა, პოლიციის სამხრეების, კანონით დაკისრებული მოვალეობის მიღმა, მათ ვხედავთ რიგითი მოქალაქეების ამპლუაში. ისინი ხშირად არიან მაშველები, მეგობრები. ასეთი ბევრი ადამიანური ისტორიის მოყოლა შეიძლება.

„ შევეცდეთ პოლიციელების ის ისტორიები შეგახსენოთ, რითაც ბევრჯერ დაიმსახურეს მოქალაქეებისგან გულწრფელი მადლობა.

ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავს გადამხდარი შემთხვევის და პატრულის დახმარების შესახებ დაწერაროგორც ირკვევა, გოგოს სახლში დენმა დაარტყა, ის კლინიკაში გადაიყვანეს, საჭირო სამედიცინო მანიპულაცია საკმაოდ გვიან დასრულდა, და კომენდანტის საათის გამო ის სახლში მისვლას ვეღარ ახერხებდა.

გოგო სახლში უვნებლად ორმა პატრულმა მიიყვანა. საჯარო მადლობაც სწორედ პატრულის ამ საქციელს მოჰყვა.

გიორგი ნეფარიძე

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს 1-ლი ასე­უ­ლის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რს, პო­ლი­ცი­ის მა­ი­ო­რს, გი­ორ­გი ნე­ფა­რი­ძეს 13 ივნისის სტიქიის ზონიდან მცირეწლოვანი გამოჰყავს.

ჯაბა მჭედ­ლიშ­ვი­ლი

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი შშმ პირს გზა­ზე გა­დას­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბა.​ პატ­რულ ინ­სპექ­ტო­რი ჯაბა მჭედ­ლიშ­ვი­ლია.

საპატრულო ეკიპაჟი ბავშვის ხმაურის გამო გამოიძახეს

თბილისში, მეზობლის ბავშვის ხმაურის გამო, უცხოეთიდან ჩამოსულმა მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა. როგორ განვითარდა მოვლენები ფოტოზეც კარგად ჩანს.

ამ ისტორიის მთავარი გმირი მარიამ ცაგურიშვილია, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ პატრულის დახმარებით სტუდენტია.

2018 წელს, გლდანში, ეროვნული გამოცდების გამო, ერთ-ერთ სკოლასთან გზა გადაკეტილი იყო. გოგოს გამოცდაზე აგვიანდებოდა.

დაგვიანებული აბიტურიენტი პატრულს შეეცოდა, მანქანაში ჩაისვა და საგამოცდო ცენტრში უმოკლეს დროში მიიყვანა.

ფოტოზე იმ დღის გმირის კოლეგაა, რომლებსაც მარიამმა სთხოვა, გადამრჩენი პატრულებისთვისმისი წარმატების შესახებ შეეტყობინებინათ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ჯა­მელ მორ­ჩა­ძე

თბი­ლის­ში, გლ­და­ნის მე­ო­რე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სის მე-8 სარ­თულ­ზე ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა, ასე­ვე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კორ­პუ­სის მე-9 სარ­თუ­ლი­დან 4 მო­ქა­ლა­ქე გა­მო­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია ფოტო, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ გა­მოჰ­ყავს კორ­პუ­სი­დან ჩვი­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს. ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ჯა­მელ მორ­ჩა­ძეა.

მოხუცი კაცი და პატრული

„არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი ზის ამ ავ­ტო­მო­ბილ­ში… ნაგ­ვის ბუნ­კერ­ში ლუკ­მა პუ­რის მე­ძე­ბა­რი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ჩე­რა, შე­ვი­და მა­ღა­ზი­ა­ში უყი­და საკ­ვე­ბი, თბი­ლად მო­ე­ფე­რა და გა­უშ­ვა…

სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს არა­ფე­რი ყვე­ლა­ფე­რი უც­ბად მოხ­და მაგ­რამ ჩემ­ში უდი­დე­სი სით­ბო და და­დე­ბი­თი ემო­ცია გა­მო­იწ­ვია“ – წერს რა­მიშ­ვი­ლი.

პატრული მოქალაქეს საბურავის გამოცვლაში ეხმარება

თბი­ლისი, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირი. ფო­ტო­­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ქა­ლა­ქეს საბურავის გამოცვლაში ეხმარება.

ოთარ ბარნოვი

ეს პოლიციელი ოთიკო ბარნოვია. ის 20 ივნისის აქციაზე არამარტო უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას აქციაზე, არამედ იძენდა წყალს და ხალხს ურიგებდა.

comments