ილონ მასკი ამჟამად 38.1 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს, მაგრამ ის დღეს მისი ამბიციური იდეებიით კერძო კოსმოსური ომალდითა და ტესლას მანქანებით უფრო არის ცნობილი, ვიდრე სიმდიდრით.

ილონ მასკი 1971 წელს სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ პრეტორიაში დაიბადა. მამამისი სამხრეთ აფრიკელი ინჟინერი იყო, ხოლო დედა კანადალი მოდელი და დიეტოლოგი. ილონი ბავშვობაში ძალიან ბევრს კითხულობდა. 10 წლისას უკვე კომპიუტერული ტექნიკა აინტერესებდა. დამოუკიდებლად ისწავლა პროგრამირება და 12 წლის ასაკში უკვე ვიდეოთამაშის კოდი დაწერა და 500 დოლარად გაყიდა. კაცობრიობის შეცვლისა და ცხოვრების გამარტივების იდეები ბავშობიდანვე გაუჩნდა. განსხვავებული ბავშვი იყო, ამიტომ ხშრად იყო ძალადობის მსხვერპლი. ერთხელ გონების დაკარგვამდე სცემეს და ოპერაციებიც კი დასჭირდა.

მასკი აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლაზე ოცნებობდა, რადგან მიაჩნდა, რომ აშშ დიდი იდეების განხორციელების ადგილია. აშშ-ში შესვლის გასამარტივებლად, პრეტორიაში სწავლა მიატოვა და  კანადაში დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. უმაღლესი განათლება პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო ეკონომიკაში და ფიზიკაში. 1994 წლიდან მასკი სილიკონ ველიზე სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდა, სადაც გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

1995 წელს მასკმა, ძმასთან ერთად, პირველი კომპანია დააარსა – Zip2. კომპანია ინტერნეტ რუკებს ამზადებდა, რომლებიც გაზეთებში იბეჭდებოდა. გრაფიკული რუკების და მიმართულებების კოდებს ილონი თავად წერდა. მალე კონტრაქტი დადეს “ნიუ იორკ თაიმზთან“. 1999 წელს კომპანია Compaq-მა Zip2 307 მლნ დოლარად შეიძინა. კომპანიის გაყიდვის დროს მასკი მხოლოდ 7%-იან წილს ფლობდა და შესაბამისად, 22 მლნ დოლარი ერგო.

ZIP2-ის გაყიდვისგან მიღებული თანხიდან მასკმა ახალი კომპანია X.com შექმნა, რომელიც ელექტრონული ფოსტით გადახდის და ინტერნეტ-ფინანსური მომსახურებით იყო დაკავებული. ერთ წლიწადში X.com კომპანია Confinity-თან გაერთიანდა, რომელიც ფულის გადარიცხვის ინტერნეტ სერვისზე მუშაობდა. 2001 წელს გაერთინებულ კომპანიას PayPal დაარქვეს. 2002 წელს PayPal 1.5 მილიარდ დოლარად eBay-მ შეიძინა, საიდანაც მასკს 165 მლნ დოლარი შეხვდა.

2001 წლიდან მასკი პლანეტა მარსის ათვისებით დაინტერესდა, სადაც მწვანე სათბურის განთავსებას და პლანეტის შესწავლას გეგმავდა. თავიდან რუსეთიდან კოსმოსური რაკეტის შეძენას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა და 2002 წელს სივრცის შემსწავლელი ტექნოლოგიების კომპანია SpaceX დააარსა. რომლის 54% წილს დღემდე ფლობს და კომპანიის გენერალური დირექტორია. კომპანიის მთავარი მიზანი სივრცეში მოგზაურობისთვის მოსახერხებელი რაკეტების შექმნაა. მასკს სჯერა, რომ კაცობრიობის გადასარჩენად და არსებობის გასახანგრძლივებად სივრცის ათვისებაა აუცილებელი. მისი მიზანია 2040 წლისთვის მარსზე 80,000 ადამიანი დაასახლოს.

ილონ მასკის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული საავტომობილო კომპანიასთან  – Tesla, რომელიც 2003 წელს გაიხსნა, მასკი კი 2004 წლიდან შეუერთდა დირექტორთა საბჭოს წევრად. 2008 წლიდან ის კომპანიის გენერალური დირექტორია და კომპანიის 22%-ს ფლობს. მასკის მმართველობის პერიოდში კომპანიამ საკმაოდ დიდ წარმატებებს მიღწია და ელექტრო მანქანების წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გახდა.

დღეს Tesla-ს საბაზრო ღირებულება 137 მილიარდი დოლარია. შესაბამისად მასკი Tesla-ში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. ეს არის მისი სიმდიდრის ძირითადი წყარო.

2006 მასკმა კიდევ ერთი კომპანია – SolarCity დაარსა, რომელიც მზის ენერგიის წარმოებით აშშ-ში მეორეა. 2006 წელს SolarCity კომპანია Tasla-მ შეისყიდა. მასკს მიაჩნია, რომ მზის ენერგიის გამოყენების და ელექტომობილების წარმოების გაფართოება მნიშვნელოვნად შეაფერხებს გლობალურ დათბობას.

მასკი ასევე მუშაობს ჰიპერლუპის იდეაზე, რომელიც წარმოადგენს მაღალი სიჩქარის მქონე სატრანსპორტო საშუალებას. კაფსულის ფორმის ტრანსპორტმა სპეციალურ გვირაბში უნდა გაიაროს.

2015 წელს მასკმა დაარსა კომპანია OpenAI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს. მასკს უნდა, რომ ერთ დღეს Tesla-ს ავტომობილები ადამიანის გარეშე, OpenAI-ში შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მიერ იმართოს. ადამიანის ტვინის და ხელოვნური ინტელექტის დაკავშრებაზე მუშაობს მასკის კიდევ ერთი კომპანია – Neuralink.

მასკის ერთ-ერთი სამომავლო პროექტია ასევე  – უფასო ინტერნეტი მსოფლიოში. მას სურს თანამგზავრების მეშვეობით მსოფლიოში უფასო WiFi სისტემა მუშაობდეს.

comments