ხათუნა ჟორდანია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს და მეგობრებთან და უახლოეს ადამიანებთან ერთად დროს მცხეთაში, აგარაკზე ატარებს.

მასთან ერთად არიან შვილები და მათ შორის ნინი ქარსელაძე, რომელიც მოსკოვიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და კახეთში სავალდებულო კარანტინიც გაიარა.

ნინისთან ერთად ჩამოვიდა მაკა ასათიანის ვაჟი ლევან ჟორდანია, რომელიც მაკას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

ლევანი მაკას მეორე ვაჟია და სპორტსმენია. შეგახსენებთ, რომ მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია ცოტა ხნის წიმ მამა გახდა. ლევანმა უკვე ნახა საყვარელი მამიდა.

ახალი ფოტოები ნინიმ და ოჯახის ახლობლებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

ფოტოებს მომღერლის გულშემატკივრები გამოეხმაურნენ. ხათუნას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა ჟორდანია რამდენიმე თვეა ფილტვის მძიმე სენს ებრძვის.

Rating

comments