„მთავარი არხის“ ეთერში ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა ციანიდის საქმე გაიხსენა.

„ჩემთან მოვიდა ორი მღვდელმთავარი და მითხრა – პატრიარქს სჯერა, რომ მეუფე დიმიტრი კლავდაო. მისი ძმისშვილი კლავდაო. და თუ ასეა, ის მღვდელმთავარი უნდა იყოს და მამა გიორგი ციხეში?“ – თქვა მეუფე პეტრემ.

საუბარია ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსზე, პატრიარქის ძმისშვილზე – მეუფე დიმიტრი შიოლაშვილზე, რომლის სიძე სოსო ოხანაშვილი ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

სკანდალური საქმის შემდეგ ოხანაშვილი უცხოეთში ცხოვრობს, მანამდე კი პატრიარქის დაცვის უფროსი გახლდათ.

comments