21 მა­ისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონდს ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ეს ერთ-ერ­თია იმ მრა­ვალ შემ­თხვე­ვა­თა­გან, რო­დე­საც ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ, ასე­ვე საკ­მა­ოდ მა­ღალ პო­ზი­ცი­ა­ზე აგ­რძე­ლებს.

გა­გახ­სე­ნებთ ყო­ფილ ჩი­ნოვ­ნი­კებს, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა დროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვათ და ქვეყ­ნი­დან წას­ვლის შემ­დეგ არა­სამ­თავ­რო­ბო თუ პო­ლი­ტი­კურ სექ­ტორ­ში არა­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­კე­თეს კა­რი­ე­რა.

  • მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტია. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაა. პოსტზე ის 2020 წლის 7 მა­ისს და­ი­ნიშ­ნა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2004-2013 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი იყო, 2015 წლის 13 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ ქვეყ­ნის რე­ფორ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნა. მას უკ­რა­ი­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დის შექ­მნა და­ე­ვა­ლა. მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და რჩე­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ
10:10 / 01-05-2020

“დასავლეთის ექსპერიმენტი №2” – როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას

09:46 / 21-05-2020

ქართველი, რომელმაც “ბათუმი ააშენა”, ზელენსკიმ უკრაინის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა – რას წერს მედია ლევან ვარშალომიძეზე

იმა­ვე წლის 30 მა­ისს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა დათ­მო, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და პო­რო­შენ­კომ ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ნა. 17-თვი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ, ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოს­ტი და­ტო­ვა, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი კი კო­რუფ­ცი­ა­სა და კლა­ნურ მმარ­თვე­ლო­ბა­ში ამ­ხი­ლა.

ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაც შეძ­ლო სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. 2020 წლის აპ­რილ­ში ექს-პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, უკ­რა­ი­ნის რა­და­ში მისი კან­დი­და­ტუ­რა არ გან­ხი­ლუ­ლა.

მა­ის­ში კი, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილს ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­მო­უ­ნა­ხა და რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნა. აღ­ნიშ­ნულს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცია და უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­რე­ბა მოჰ­ყვა, რა­ზეც ზე­ლენ­სკის პა­სუ­ხი იყო: “ვფიქ­რობ, ეს ქარ­თუ­ლი მხა­რის შეც­დო­მაა. სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, მე კი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვარ, რო­მელ­მაც ის და­ნიშ­ნა”.

 

  • ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ამი­ე­რი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას შე­უ­წყობს ხელს. ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ამ სი­ტყვე­ბით წა­რად­გი­ნა – “ის ბა­თუმს აშე­ნებ­და”.

“ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერთი ლი­დე­რი ვარ­შა­ლო­მი­ძე, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე 2004-2012 წლებ­ში იყო.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ ის ბა­თუმ­ში დარ­ჩა, 2014 წელს კი უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მან არ მო­ი­სურ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და პო­რო­შენ­კოს მთავ­რო­ბა­ში ვიცე-პრე­მი­ე­რის პოსტზეც თქვა უარი. 2015 წელს ვარ­შა­ლო­მი­ძე უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, პეტ­რო პო­რო­შენ­კოს მრჩე­ვე­ლად და­ი­ნიშ­ნა.

2016 წლის ივ­ლის­ში უკ­რა­ი­ნი­დან ბა­თუმ­ში დაბ­რუნ­და და პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თო – “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი” მოძ­რა­ო­ბის პო­ლიტ­საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა.

4 წლის შემ­დეგ კი, კვლავ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და და ზე­ლეს­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

  • ნიკა გი­ლა­უ­რი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” მთავ­რო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­მო­იც­ვა­ლა და სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში 8 წელი გა­ა­ტა­რა. 2004 წელს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, 2007-2009 წლებ­ში ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი იყო, 2009 წლის 6 თე­ბერ­ვლი­დან 2012 წლამ­დე კი – პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

2012 წელს გი­ლა­ურ­მა “სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის” ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩა­ი­ბა­რა, თუმ­ცა ეს პოს­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­ტო­ვა. იმა­ვე წელს კომ­პა­ნია “რე­ფორ­მა­ტიკ­სი” და­ა­არ­სა, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ტე­გო­რი­ე­ბი სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბა და ფი­ნან­სე­ბია.

“რე­ფორ­მა­ტიკ­სი“ თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო სა­ჯა­რო სექ­ტო­რის ლი­დე­რებ­თან და ეხ­მა­რე­ბა მათ სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის სფე­რო­ში ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

გი­ლა­უ­რი, რო­გორც “რე­ფორ­მა­ტიკ­სის” მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი, კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევ­და მსოფ­ლი­ოს 3 კონ­ტი­ნენ­ტის მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს, პრე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის ჩათ­ვლით.

2014 წლი­დან ნიკა გი­ლა­უ­რი ამე­რი­კუ­ლი მე­ნე­ჯმენტ-სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია McKinsey & Company-ის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი­ცაა.

  • ვერა ქო­ბა­ლია

ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ამ­ჟა­მად კა­ნა­და­ში ცხოვ­რობს, სა­დაც აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, 1996 წელს ოჯახ­თან ერ­თად იყო ემიგ­რი­რე­ბუ­ლი, 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და მთავ­რო­ბა­ში და­საქმდა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პოსტს ის 2010 წლის 2 ივ­ლი­სი­დან 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრამ­დე იკა­ვებ­და.

ვერა ქო­ბა­ლი­ას ოჯახს კა­ნა­და­ში სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი აქვს

ქო­ბა­ლია, რო­მე­ლიც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მთავ­რო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან პოსტს იკა­ვებ­და, 2012 წლის ახალ­გაზ­რდა მსოფ­ლიო ლი­დე­რად და­ა­სა­ხე­ლა “მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კურ­მა ფო­რუმ­მა”, რაც ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის­თვის მსგავს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია.

2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­აგ­რძე­ლა, პა­რა­ლე­ლუ­რად, კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს პო­ლო­ნე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ურ აკა­დე­მი­ა­ში, თე­მებ­ზე – „კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში”, „სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში” და „რე­ფორ­მე­ბი სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში”. ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ყა­ზა­ხუ­რი კომ­პა­ნია “ას­ტა­ნა ექ­სპო 2017”-ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოსტზეც საქ­მი­ა­ნობ­და.

2016 წელს ქო­ბა­ლია ინ­დო­ნე­ზი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს-მრჩევ­ლად და­ნიშ­ნა. მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია ბიზ­ნეს და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­დო­ნე­ზი­ის მთავ­რო­ბის­თვის რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა და კონ­სულ­ტა­ცია იყო.

ამ­ჟა­მად ის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფი­ნან­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს წევ­რია, ასე­ვე, ჰონგ-კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კვლე­ვებს ატა­რებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

 

  • ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი

მას “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში 2008-2010 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­ნის­ტრის პოს­ტი ეკა­ვა. 2010 წლის 31 აგ­ვის­ტოს აირ­ჩი­ეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად, იმა­ვე წლის დე­კემ­ბერ­ში კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რად აირ­ჩი­ეს და თა­ნამ­დე­ბო­ბა 2013 წლამ­დე ეკა­ვა.

2014 წლის 2 დე­კემ­ბერს კვი­ტაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭა და ამა­ვე დღეს, უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს­მა რა­დამ კვი­ტაშ­ვი­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ამ­ტკი­ცა. მი­ნის­ტრის პოსტს თით­ქმის 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და, თა­ნამ­დე­ბო­ბა კი მისი საქ­მი­ა­ნო­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კის შე­დე­გად და­ტო­ვა.

კვი­ტაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და: ატ­ლან­ტის გრე­ი­დის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ფი­ნან­სურ და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ დე­პარ­ტა­მენ­ტში; გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში; სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კონ­სულ­ტან­ტად აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ლიტ­ვა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, სომ­ხეთ­სა და სერ­ბეთ­ში და ნიუ-იორკში აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლეთ ინ­სტი­ტუ­ტის (East-West Institute) ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დი­რექ­ტო­რად.

  • გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი

“ოც­ნე­ბის” მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პოს­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტში – ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კში (EBRD) სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ი­ნიშ­ნა და უზ­ბე­კე­თის მთავ­რო­ბას უწევს კონ­სულ­ტა­ცი­ას. მისი საქ­მი­ა­ნო­ბა EBRD-ის ეგი­დით უზ­ბე­კე­თის მთავ­რო­ბის­თვის სა­ჯა­რო და კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებს შო­რის დი­ა­ლო­გის პლატ­ფორ­მის შექ­მნა­ში დახ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა, 2018 წლის 13 ივ­ნისს კი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა, რის მი­ზე­ზა­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე მას­სა და მმარ­თველ გუნდს შო­რის გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით არ­სე­ბუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

“იყო რიგი ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბი­სა, რომ­ლებ­შიც მქონ­და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი. 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჯერ კი­დევ მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში, არას­დროს მოვ­რი­დე­ბი­ვარ პო­ლე­მი­კას. ვფიქ­რობ, დღეს არის მო­მენ­ტი, რო­დე­საც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს უნდა მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გუნ­დი და­ა­კომ­პლექ­ტოს იმ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც მას გა­აჩ­ნია” – გან­მარ­ტა კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რო­ბამ­დე, 2012-2015 წლებ­ში კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი იყო, 2015 წელს, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. “ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ “ქარ­თუ ბან­კი­დან” მო­ვი­და, სა­დაც 2006-2011 წლებ­ში გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

  • ირაკ­ლი ალა­სა­ნია

“ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი­დან წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი 2017 წელს ამე­რი­კუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის, SPConsulting-ის უფ­რო­სი პარტნი­ო­რი გახ­და, რო­მე­ლიც აშშ-სა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­სა და კერ­ძო სექ­ტორს უწევს კონ­სულ­ტა­ცი­ას. SPConsulting-ის მთა­ვა­რი ოფი­სი ვა­შინგტონ­შია.

ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში კლი­ენ­ტე­ბის­თვის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, გუნ­დის შექ­მნა და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა შე­დის.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტს ალა­სა­ნია 2012 წლი­დან 2014 წლამ­დე იკა­ვებ­და, მას შემ­დეგ, რაც “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” 2011 წელს შე­უ­ერ­თდა და ოპო­ზი­ცი­ის კო­ა­ლი­ცი­ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა.

თუმ­ცა, 2014 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის მო­ხე­ლე სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რის გაფ­ლან­გვი­სათ­ვის და­ა­კა­ვა, სა­მი­ნის­ტრომ კი ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრალ­დე­ბე­ბი. ალა­სა­ნია თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­და­ა­ყე­ნა.

“ოც­ნე­ბის” მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში მოს­ვლამ­დე ალა­სა­ნია იკა­ვებ­და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ის პოსტს 2004-2006 წლებ­ში, 2006-2008 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, ამავდრო­უ­ლად, პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქარ­თულ-აფხა­ზურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში.

სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის, სა­გა­რეო საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში; იყო უშიშ­რო­ე­ბი­სა (2002-2004 წლებ­ში) და თავ­დაც­ვის (2004 წელს) მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე (ასე­ვე 2004 წელს).

  • ზუ­რაბ პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი

2009-2011 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი, 2017 წლის 12 მა­ისს მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად აირ­ჩი­ეს. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი 2021 წლამ­დე დარ­ჩე­ბა. მის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი საბ­ჭოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­უ­ჭი­რა. პოსტზე არ­ჩე­ვამ­დე ის მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რამ­დე პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ი­წევ­და – 2005-2006 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, 2006 წელს ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩად და­ი­ნიშ­ნა და პოსტზე 2009 წლამ­დე, მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნამ­დე დარ­ჩა. 2012 წელს მე­ო­რედ და­ი­ნიშ­ნა ელ­ჩად ეს­პა­ნეთ­ში.

  • ბათუ ქუ­თე­ლია

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ბათუ ქუ­თე­ლია ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და მა­კ­კე­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­დე­რო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია. ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში 2011-2013 წლებ­ში მუ­შა­ობ­და, 2008-დან 2011 წლამ­დე კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი იყო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კა­ნა­და­სა და მექ­სი­კა­ში.

2007-2008 წლებ­ში ქუ­თე­ლია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის პოსტზე საქ­მი­ა­ნობ­და, 2006-2007 წლებ­ში – სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის მო­ად­გი­ლე იყო. 2005-2006 ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურს, მა­ნამ­დე – სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენტს.

2004 წელს ბათუ ქუ­თე­ლია სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

ambebi.ge

comments