თურქული სერიალების ვარსკვლავი, რომელიც თურქებს არ უყვართ - ჯან იამანის სკანდალები და დაპირისპირება  მსახიობებთან

ჯან ია­მა­ნი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვია, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში უყ­ვართ. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აღი­ა­რე­ბულ მსა­ხი­ობს თა­ვად თურ­ქე­ბი დი­დად არ სწყა­ლო­ბენ და თურ­ქეთ­ში სხვა მსა­ხი­ო­ბებ­თან შე­და­რე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ყუ­რებ­ლის ნაკ­ლე­ბი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს.

31 წლის ჯან ია­მა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სე­რი­ა­ლით Erkenci Kuş/ “ნა­ად­რე­ვი ფრინ­ვე­ლი“, სა­დაც პარტნი­ო­რო­ბას ცნო­ბილ თურქ მსა­ხი­ობს, დე­მეთ ოზ­დე­მირს უწევს.

ჯანი 1989 წლის 8 ნო­ემ­ბერს სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და. სხვა თურ­ქი მსა­ხი­ო­ბე­ბის მსგავ­სად, მას­შიც სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის სის­ხლია. ჯა­ნის ბა­ბუა ალ­ბა­ნე­ლია, ხოლო ბე­ბია მა­კე­დო­ნი­ი­დან. მსა­ხი­ობ­მა სკო­ლის პე­რი­ო­დი იტა­ლი­ა­ში გა­ა­ტა­რა, სკო­ლა იტა­ლი­ა­ში და­ამ­თავ­რა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, სა­დაც იუ­რისპრუ­დენ­ცი­ას სწავ­ლობ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იუ­რის­ტა­დაც კი მუ­შა­ობ­და. მსა­ხი­ო­ბო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­წყვი­ტა. ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ას უბ­რა­ლოდ ჰო­ბად მი­იჩ­ნევ­და და ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, თუ მთელ კა­რი­ე­რას ამ საქ­მეს მი­უ­ძღვნი­და.

ასევე დაგაინტერესებთ
15:07 / 14-05-2020

თურქი მსახიობი, რომელმაც აქამდე ცნობილი ყველა თურქი ვარსკვლავი დაჩრდილა – ვინ არის ქართველი ქალების ახალი გულთამპყრობელი აქინ აქინოზუ

20:12 / 07-06-2020

ვინ არის და როგორ ცხოვრობს თურქული “დრამის დედოფალი” ნესლიჰან ათაგული  – გოგონა მწვანე თვალებით, რომელმაც ათასობით ადამიანი “მოაჯადოვა”

პირ­ვე­ლად 2014 წელს, სე­რი­ალ­ში Gönül İşleri მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა, შემ­დეგ იყო სე­რი­ა­ლე­ბი İnadına Aşk, Hangimiz Sevmedik, Dolunay.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბას, ის მსა­ხი­ობ ბეს­თემ­სუ ოზ­დე­მირს ხვდე­ბო­და, წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მალე და­შორ­და, შემ­დეგ სა­უბ­რობ­დნენ იმა­ზე, რომ ის “ნა­ად­რე­ვი ფრინ­ვე­ლი­დან“ თა­ვის პარტნი­ორ­თან, დე­მეთ­თან იყო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. პა­პა­რა­ცებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე ერ­თა­დაც “გა­მო­ი­ჭი­რეს” უხერ­ხულ მო­მენ­ტში, თუმ­ცა მე­დი­ის­თვის არც ერთ მათ­განს არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, რომ რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყ­ვნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თურ­ქულ­მა ყვი­თელ­მა პრე­სამ და­წე­რა, რომ ჯანი და დე­მე­თი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ამ­ჟა­მად მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვი­ნაა.

ჯანი თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს ინ­გლი­სურ, გერ­მა­ნულ, იტა­ლი­ურ და თურ­ქულ ენებ­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ის ეს­პა­ნეთს ეს­ტუმ­რა, მად­რიდ­ში ჯანს ფა­ნე­ბის არ­მია დახ­ვდა, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ელოდ­ნენ სას­ტუმ­როს­თა­ნაც და მათი რა­ო­დე­ნო­ბა იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ მსა­ხი­ობს სას­ტუმ­რო­ში შეს­ვლა გა­უ­ჭირ­და. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში მად­რიდ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და თურ­ქუ­ლი სე­რი­ლე­ბის ვარ­სკვლა­ვი ქი­ვანჩ თათ­ლი­თუ­გი, რომ­ლის ვი­ზიტ­საც ეს­პა­ნელ­თა მხრი­დან მსგავ­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

ჯან ია­მან­მა კი აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე ასე­თი რამ თქვა: “მა­ყუ­რე­ბე­ლი თუ არ გყავს, შე­უძ­ლე­ბე­ლია პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე, მე არ ვიცი ქი­ვან­ჩის სე­რი­ა­ლე­ბი ეს­პა­ნეთ­ში თუ იყი­დე­ბა, ქი­ვან­ჩის სე­რი­ა­ლებს ეს­პა­ნეთ­ში არ უყუ­რე­ბენ“.

სწო­რედ ამ გა­მო­ნათ­ქვამ­მა გა­ა­ნა­წყე­ნა არა მხო­ლოდ თურ­ქი მა­ყუ­რე­ბე­ლი, არა­მედ მსა­ხი­ო­ბე­ბიც და ამის გამო ჯა­ნის პარტნი­ო­რო­ბა­ზე უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა თქვა უარი, ასე­ვე რე­ჟი­სო­რებ­მაც აღარ მო­ინ­დო­მეს მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი ჩა­ი­შა­ლა.

ჯან­მა მხო­ლოდ ახლა მი­ი­ღო ახა­ლი პრო­ექ­ტი და ერ­თა­დერ­თი მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და­თან­ხმდა, მისი ყო­ფი­ლი ეკ­რა­ნუ­ლი პარტნი­ო­რი ოზგე გუ­რე­ლია. სე­რი­ა­ლი სა­ხე­ლად “ბა­ტო­ნი არას­წო­რი“ ეკ­რან­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში უნდა გა­მო­ვი­დეს.

მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი სკან­და­ლე­ბი­სა ია­მა­ნის კა­რი­ე­რა სუ­პერ წარ­მა­ტე­ბუ­ლია. იტა­ლი­ა­ში სე­რი­ალ “ნა­ად­რე­ვი ფრინ­ვე­ლი” ჩვე­ნე­ბა ერთი კვი­რის წინ და­ი­წყეს და მის პირ­ველ ეპი­ზოდს 2,2 მი­ლი­ონ­მა იტა­ლი­ელ­მა უყუ­რა.

თურ­ქულ პრე­სა­ში სა­უბ­რობ­დნენ იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ ჯანი იტა­ლი­ა­ში გა­და­ბარ­გე­ბას და კა­რი­ე­რის იქ გაგ­რძე­ლე­ბას გეგ­მავს, რად­გა­ნაც არა­ერ­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა აქვს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ჯერ­ჯე­რო­ბით ია­მა­ნი მა­ინც თურ­ქეთ­ში ცხოვ­რე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს და მა­ყუ­რე­ბელს ახა­ლი პრო­ექ­ტით უბ­რუნ­დე­ბა.

comments