სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ბიზ­ნეს­ლე­დი თინა კან­დე­ლა­კი, ამ­ჟა­მად ფე­დე­რა­ლუ­რი სპორ­ტუ­ლი ტე­ლე­არ­ხის “Матч ТВ”-ს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რია, აქვს კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დი AnsaLigy და მოს­კოვ­ში სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლო­ბის ქარ­თულ რეს­ტო­რანს – “თი­ნა­თინს” ფლობს.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ფა­ვო­რი­ტი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ჟურ­ნა­ლის­ტი არას­დროს ერი­დე­ბა პუ­ტი­ნის ქე­ბას, ქარ­თვე­ლებს კი ხან ეკო­ნო­მი­კის მარ­თვას უწუ­ნებს, ხა­ნაც რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას ას­წავ­ლის.

45 წლის კან­დე­ლა­კი რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და პრო­დი­უ­სე­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რია “ინ­სტაგ­რამ­ზე”, სა­დაც 2.6 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ყავს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კან­დე­ლა­კი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის, აქ­ტი­უ­რი სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და თა­ვის მოვ­ლის პრო­პა­გან­დას ეწე­ვა და გულ­შე­მატ­კივ­რებს სა­მო­ტი­ვა­ციო ინ­ფორ­მა­ცი­ებს უზი­ა­რებს.

ასევე დაგაინტერესებთ
21:08 / 05-10-2019

“ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნებაა, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა” – აპირებს თუ არა თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტობას?

ერთ-ერთ პოს­ტში წერს:

“მუდ­მი­ვად მე­კი­თხე­ბი­ან – მაქვს თუ არა დეპ­რე­სია? რო­ბო­ტი ხომ არ გავ­ხდი იმის გამო, რომ მუდ­მი­ვად ვი­ღი­მი და პო­ზი­ტი­ურ­ზე ვსა­უბ­რობ? არა, მე ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ზუს­ტად იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი მა­ღელ­ვებს, რაც სხვებს – ვღე­ლავ ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, სირ­თუ­ლე­ებს ვა­წყდე­ბი საქ­მე­ში. ჩემი პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბი­სად­მი კი იმას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ მე ამ ცხოვ­რე­ბას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ.

თუ ჯან­მრთე­ლი ხარ, უკვე ბედ­ნი­ე­რი ხარ, შე­ნი­ა­ნე­ბი ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან – ორ­ჯერ უფრო ბედ­ნი­ე­რი ხარ. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლაფ­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, დამ­სა­ხუ­რე­ბა და მიღ­წე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ბევ­რი ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა მათ მი­მართ სას­ტი­კია და არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ. ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე მეც ამას მი­მე­ო­რებ­დნენ – რომ ჩემ­გან არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე სა­პი­რის­პი­როს ვამ­ტკი­ცებ­დი. იმი­ტომ რომ, მხო­ლოდ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით მი­აღ­წევ ყვე­ლა­ფერს” – წერს კან­დე­ლა­კი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა და­იმ­სა­ხუ­რა კან­დე­ლაკ­მა – ამის ნახ­ვა მის “ინ­სტაგ­რამ­ზეც” მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა. კან­დე­ლა­კი უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლობს მოს­კოვ­სა და რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქთან ახ­ლომ­დე­ბა­რე “მი­ლი­ო­ნე­რე­ბის რა­ი­ონ­ში” – “რუბ­ლი­ოვ­კა­ზე”.

ბიზ­ნეს­ლე­დის მოს­კო­ვუ­რი აპარ­ტა­მენ­ტი 400 კვ. მეტ­რი ფარ­თის და დუპ­ლექ­სის ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლია პა­ნო­რა­მუ­ლი ფან­ჯრე­ბით. ბი­ნა­ში არის დიდი მი­სა­ღე­ბი, კა­ბი­ნე­ტი, სა­ძი­ნებ­ლე­ბი, გარ­დე­რო­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო და სა­ა­ბა­ზა­ნო ოთა­ხე­ბი. 2 წლის წი­ნან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მსგავ­სი აპარ­ტა­მენ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 120 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია (1.8 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი).

რაც შე­ე­ხე­ბა ორ­სარ­თუ­ლი­ან ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლს “რუბ­ლი­ოვ­კა­ზე” – მას ტე­ლე­წამ­ყვა­ნი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და და სა­ბო­ლო­ოდ იპო­ვა ად­გი­ლი “ოც­ნე­ბის სახ­ლის­თვის”. მშე­ნებ­ლო­ბა სამი წელი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას თა­ვად კან­დე­ლა­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე მი­სა­ღე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო და სა­სა­დი­ლო ოთა­ხე­ბი, ასე­ვე ერთი სა­ძი­ნე­ბე­ლია. მე­ო­რე სარ­თულ­ზე სამი აივ­ნი­ა­ნი სა­ძი­ნე­ბე­ლი და სამი სვე­ლი წერ­ტი­ლია. ეზო­ში ორ ავ­ტო­მო­ბილ­ზე გათ­ვლი­ლი გა­რა­ჟი, აუზი და ია­პო­ნუ­რი ბა­ღია.

კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენ­დი Ansaligy, რომ­ლიც სა­ხი­სა და ტა­ნის მოვ­ლის ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მას სთა­ვა­ზობს ქა­ლებს, კან­დე­ლაკ­მა პარტნი­ორ­თან ერ­თად 2015 წელს და­ა­ფუძნა და ახლა მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან ბიზ­ნე­სად ით­ვლე­ბა. ბრენ­დის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას მა­ღა­ზი­ე­ბი აქვს რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა რეს­ტო­რანს “Тинатин”, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის პრეს­ტი­ჟულ უბან­შია, რუ­სე­ბის და არამ­ხო­ლოდ მათი საყ­ვა­რე­ლი თავ­შეყ­რის ად­გი­ლია. რეს­ტორ­ნის აღ­წე­რი­ლო­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ აქ ერ­თმა­ნეთს ერ­წყმის არ­ქა­უ­ლი ქარ­თუ­ლი და პროგ­რე­სუ­ლი ევ­რო­პის გემო, ჰა­ერ­ში კი კავ­კა­სი­უ­რი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებს.

რეს­ტორ­ნის სტუმ­რებს ხა­ჭა­პუ­რის, ხინ­კლის, გებ­ჟა­ლი­ის, ფხა­ლე­უ­ლი­სა და სხვა ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ. მა­გა­ლი­თად, ხა­ჭა­პუ­რის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 8 დო­ლა­რის ფარ­გლებ­შია, ერთი ცალი ხინ­კა­ლი კი 2 დო­ლა­რამ­დე ღირს.

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას – კან­დე­ლაკს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ზრდას­რუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი ჰყავს. მე­ხუ­თე წე­ლია ქორ­წი­ნე­ბა­შია მას­ზე 10 წლით უმ­ცროს მე­დი­ა­მე­ნე­ჯერ­სა და ბიზ­ნეს­მენ­ზე ვა­სი­ლი ბროვ­კო­ზე.

 

comments