საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დაწყებული “სიმართლის მუშტი” მედიაში არსებული ტოქსიკური გარემოთია გამოწვეული. ამის შესახებ გიოტგი გახარიამ ბათუმში “TV პირველის” კითხვაზე პასუხის გაცემის დროს განაცხადა.

“მედიაგარემო და მედიასივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური, სადაც სქემა მუშაობს შემდეგნაირად: ფეიკ ნიუსი, შემდეგ ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა, შემდეგ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. საბედნიეროდ, ასეთ “ფეიკ ნიუსებს” სიცოცხლისუნარიანობა აქვს ძალიან პატარა”, – განაცხადა  გახარიამ.

მისი თქმით, მათი პასუხი ამ ყველაფერზე არის გახსნილობა.

“ჩვენ ხო არჩევნები გველოდება წინ, რაღაც ეთიკა უნდა შევინარჩუნოთ. რაღაც დავალების მიღება არ შეიძლება. მე ხო არასდროს მედიასთან პრობლემა არ მქონია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ

comments