მწარე რეალობა ის არის, რომ პანდემია დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის, ვირუსი სიჩქარეს იკრეფს, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ვირუსს გავრცელებისთვის ჯერ კიდევ დიდი სივრცე აქვს. ყველას გვსურს, რომ ეს ვირუსი დასრულდეს, თუმცა მწარე რეალობა ის არის, რომ პანდემია დასრულებას არც კი მიახლოვებია. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ბევრმა ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, პანდემია სიჩქარეს იკრეფს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, ხოლო 502 000 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

comments