საელჩო საქართველოში მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და მიიჩნევს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა გაზრდის საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლობას პარლამენტის ახალ შემადგენლობაში – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, შვეიცარია დაეხმარება საქართველოს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, რომელიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ კომპრომისს.

ამასთან, საელჩო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას, თავი შეიკავონ პიროვნებებზე, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან.

საელჩოს განცხადება

comments