ალ­ჟი­რუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ფრან­გი ფეხ­ბურ­თე­ლი ზი­ნე­დინ ზი­და­ნი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია. 48 წლის ზი­ზუს 4 ვაჟი ჰყავს. ფეხ­ბურ­თე­ლის და ახლა უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწვრთნე­ლის ოჯახს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მყარ ოჯა­ხად მი­იჩ­ნე­ვენ.

ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ზი­და­ნის ცოლი, ვე­რო­ნი­კა ფერ­ნან­დე­სი. ვე­რო­ნი­კა ეს­პა­ნე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 1989 წელს კან­ში გა­იც­ნო. მა­შინ ორი­ვე 16 წლის იყო. გაც­ნო­ბი­დან 5 წლის შემ­დეგ, 1994 წელს და­ქორ­წინ­დნენ და ქორ­წი­ლი ბორ­დო­ში გა­და­ი­ხა­დეს. მას შემ­დეგ წყვი­ლი ერ­თა­დაა და თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს და­ვუ­ჯე­რებთ, იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ.

ფოტო ზი­ზუს ქორ­წი­ლი­დან

ზი­დან­სა და ვე­რო­ნი­კას 4 ვაჟი ჰყავთ და ოთხი­ვე მა­მის კვალს გაჰ­ყვა. წყვილს პირ­ვე­ლი ვაჟი, ენცო ზი­და­ნი 1995 წელს შე­ე­ძი­ნა. ის ამ­ჟა­მად სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ ლუ­ზა­ნა­ში თა­მა­შობს, მე­ო­რე ვაჟი ლუკა, 1998 წელ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი და მად­რი­დის “რე­ა­ლის” სა­თა­და­რი­გო მე­კა­რეა.

მე­სა­მე ვაჟი, ტეო, 2002 წელ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის მსგავ­სად, ისიც ფეხ­ბურ­თე­ლია, Cadete A-ში ნა­ხე­ვარმცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობს, ოჯა­ხის უმ­ცრო­სი წევ­რი, მე­ო­თხე ვაჟი, ელი­ა­სი 2005 წელ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი და მად­რი­დის “რე­ა­ლის“ სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ა­ში ვარ­ჯი­შობს.

ზი­და­ნე­ბის ოჯა­ხი
ზი­და­ნე­ბის დიდი ოჯა­ხი სა­ოც­რად მე­გობ­რუ­ლია. ოჯა­ხი წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც ერ­თად მი­დის და­სას­ვე­ნებ­ლად და გულ­შე­მატ­კივ­რებს ერ­თობ­ლივ ფო­ტო­ებს უზი­ა­რებს. ხში­რად მარ­თა­ვენ ოჯა­ხურ შეკ­რე­ბებს.

გან­სა­კუთ­რე­ბულ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს ვე­რო­ნი­კას ვი­ზუ­ა­ლი, რო­მე­ლიც იდე­ა­ლურ ფორ­მა­შია. 48 წლის ვე­რო­ნი­კა ფერ­ნან­დე­სი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ არის აქ­ტი­უ­რი და მისი პრო­ფი­ლი “ინ­სტაგ­რამ­ზე“ მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი, თუმ­ცა ყო­ფი­ლი მო­ცეკ­ვა­ვის ფო­ტო­ებს ზი­და­ნი და ასე­ვე მათი შვი­ლე­ბი ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ, მათ შო­რის ისე­თებ­საც, სა­დაც ვე­რო­ნი­კა სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­შია აღ­ბეჭ­დი­ლი.

ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის მსგავ­სად, ისიც რე­გუ­ლა­რუ­ლად ვარ­ჯი­შობს, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესი აქვს და ამ­ბობს, რომ სწო­რედ ეს არის მისი ფორ­მე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდუ­ლი იე­რის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო.

comments