გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საკითხს პირადად აკონტროლებს რამზან კიდიროვი – ამის შესახებ ჩეჩენმა ბლოგერმა ტუმსო აბდურაჰმანოვმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში ისაუბრა.

აბდურაჰმანოვი ამბობს, რომ ქართველი ჟურნალისტის მოკვლით ჩეჩნეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქრის გაკეთება სურს.

რაც შეეხება გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმას, ამ საკითხს პირადად კადიროვი კურირებს. გიორგი გაბუნია იშვიათი მოვლენაა, რადგან მან პირდაპირ ეთერში ღიად ისაუბრა პუტინზე, რაც კრემლში უყურადღებოდ არ დარჩენილა. მხოლოდ კადიროვის სურვილია, გაბუნიას ლიკვიდაციით პუტინი ასიამოვნოს. ვფიქრობ, დაკავებული ქილერი მარტო არ მოქმედებდა, აქედან გამომდინარე, არსებობს შანსი, რომ მცდელობა ისევ განმეორდეს. ეს მათთვის უკვე პრინციპის საკითხია. ძალიან საშიშია, როდესაც კადიროვი და მისი გარემოცვა გემუქრება, მათ ძალიან დიდი გავლენა და შესაძლებლობები აქვთ. გიორგი გაბუნიას უსაფრთხოება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, – ამბობს ტუმსო აბდურაჰამნოვი “მთავართან” ინტერვიუში. 

თავად ბლოგერი ახლა იმალება, კრემლის ლიდერებისა და კადიროვის კრიტიკის გამო მასზე ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე  განხორციელდა თავდასხმა. კადიროვის მიერ დევნილი ბლოგერი თავშესაფარს საქართველოსაც სთხოვდა, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ მას უარი უთხრა.

mtavari.tv

comments