ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, თუ ქვეყნები გახსნას გამაფრთხილებელი ზომების მიღების გარეშე განაგრძობენ, სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება.

„თუ ქვეყნები გახსნას ისე განაგრძობენ, რომ ჯანდაცვის სისტემებს სიტუაციასთან გამკლავების შესაძლებლობა არ ექნებათ, მაშინ ყველაზე ცუდი სცენარის წინაშე დავდგებით“, – განაცხადა მაიკლ რაიანმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო იმაზე უნდა ფოკუსირდეს, რომ მხარი დაუჭიროს ჯანდაცვის საკუთარ სისტემას, რათა ახალი შემთხვევების შესაძლო ზრდასთან გამკლავება შესაძლებელი გახდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

comments