თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირიდან ორი – ცნობილი სპორტსმენია. “კურიერის” ინფორმაციით, ჭიდაობაში საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორი, იური ლომაძე პოლიციამ გურიაში აიყვანა.

ამასთან, დაკავებულებს შორის მისი ძმაც არის.

ოპერატიული ღონისძიებები ერთმანეთის პარალელურად აჭარასა და გურიაში მიმდინარეობდა.

“პროკურატურა ითხოვს პატიმრობას, მაგრამ ჩვენ დავაყენებთ სასამართლოში შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე. ისინი იყენებენ კანონით გათვალისწინებულ დუმილის უფლებას,”- აცხადებს დაკავებული ადვოკატი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 32 წლის მოქალაქეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბათუმში ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, წაიყვანეს ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დანაშაული 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოტივად შურისძიება სახელდება.

comments