ციმბირის ქალაქ ტაიშეტში საღებავი შეასხეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მონუმენტს.

ირკუტსკის ოლქში მომხდარი ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს გავრცელდა, საკუთრივ ინციდენტი სავარაუდოდ წინა ღამეს მოხდა.

ვანდალიზმის შედეგად მემორიალზე აღარ იკითხება წარწერა, რომელიც კვირაზე ნაკლები დროის წინ გაკეთდა.

სტალინის მმართველობის პირობებში, გულაგის ბანაკი, ტაიშეტლაგი, ამ არეალში მდებარეობდა. ამასთან, ტაიშეტის გავლა მოუწია ბევრ პატიმარს, რომლებიც კიდევ უფრო შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს.

რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა თავისი პოზიციებით სტალინის რეპუტაციის რეაბილიტაცია გამოიწვია.

ქვეყნის მასშტაბით ბევრ ქალაქში გამოჩნდა სტალინის ძეგლები, მათგან ბევრი – რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კერძო საკუთრების არეალებში. 24 ივნისს კომუნისტებმა სტალინის ძეგლი გახსნეს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ბორში.

1924-1953 წლებში საბჭოთა რეპრესიებს მილიონობით მოქალაქე ემსხვერპლა.

comments