ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემა საგამოძიებო სფეროშია.

მისი თქმით, გამოძიებას პირველივე დღეს უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე, შაქარაშვილი გარდაცვლილი აღმოჩნდა წყალში თუ დაიხრჩო.

პირველივე დღესვე უნდა თქმულიყო და დღესვე უნდა ვიცოდეთ, რომ გარდაცვლილი აღმოჩნდა წყალში თუ დაიხრჩო წყლით.

ძალიან მარტივია დამხრჩვალი ადამიანისა და მოკლული ადამიანის განსხვავება ერთმანეთისაგან, ვერ წარმომიდგენია, რომ ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს.

ზოგადად პრობლემა სახელმწიფოშია, საგამოძიებო ორგანოები ძალიან დაბალი დონისაა ან ამას სპეციალურად აკეთებენ.

როგორც მოისმინეთ კორუფცია საზღვრებზე შეიძლება, რაღაც ჯიგრულად არსებობდეს, ასევე ჯიგრულად შეიძლება ვიღაცა ცდილობს ამ საქმის არასწორი მიმართულებით წაყვანას“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ

comments