სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს – თანამდებობიდან დროებით იქნას დათხოვნილი სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ნინო გიორგობიანი. უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლად კუპრავა ასახელებს ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში გამოვლინდა.

„ქალბატონი გიორგობიანის  განცხადება და ქმედებები საქმესთან მიმართებით, პირდაპირ შეუთავსებელია საჯარო სამსახურის ინტერესებთან…

არსებობს ძალიან სერიოზული შეკითხვები ე.წ. მოწმე-ფოტოგრაფთან დაკავშირებით; არსებობს პატაკი მისი ფოტოაპარატიდან მტკიცებულებების წაშლის შესახებ; არსებობს კონკრეტული ქმედებები (ავტომობილ) „შკოდასთან“ დაკავშირებით – ქალბატონმა გიორგობიანმა „შკოდა“ გაუგზავნა მოწმეს და მხოლოდ და მხოლოდ მისი ნათესავის ევაკუაცია მოახდინა იმ ადგილიდან, სადაც „არმატურებითა“ და „დუბინკებით“ დასდევდნენ ერთმანეთს ახალგაზრდა ადამიანები.

ეს გარემოებები არის ინტერესთა კონფლიქტი… შესაბამისად ჩვენ მივმართავთ (შინაგან საქმეთა) მინისტრს, (ვახტანგ) გომელაურს – რაც შეიძლება სწრაფად, დროებით, გამოძიების დასრულებამდე შეუჩეროს უფლებამოსილება (ნინო გიორგობიანს)“ – აცხადებს კუპრავა.

comments